მედიკამენტების მაკონტროლებელის ბიუჯეტის 71% ხელფასებზე იხარჯება

მედიკამენტების მაკონტროლებელის ბიუჯეტის 71% ხელფასებზე იხარჯება

საქართველოში, ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტი სისტემაა.  ჯანდაცვის სამინისტროს „რეგულირების სააგენტოს“ ბიუჯეტი ძალზე მწირია. ასე, მაგალითად, 2016 წელს მხოლოდ 3 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი, საიდანაც 2,4 მილიონი ლარი თავად სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასებს მოხმარდა.  რა გამოდის, რომ მედიკამენტებზე კონტროლის განმახორციელებლი ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ორგანოს ბიუჯეტის 71% ხელფასებზე იხარჯება. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო” ყოველწლიურად მედიკამენტების მიზერულ რაოდენობას ამოწმებს.
მედიკამენტების ხარისხზე სრული უკონტროლობის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო უშვებს ახალი პროგრამას, რომლის მიხედვითაც 23 დასახელების მედიკამენტეს უფასო მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და დიაბეტის მეორე ტიპის (არაინსულინდამოკიდებული) პრეპარატები. ხსენებული პროგრამა 1 ივლისს ამოქმედდა და ზემოთჩამოთვლილი დაავადების მქონე პირები აფთიაქში იხდიან წამლის ღირებულების მხოლოდ 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლები 5 თეთრისა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრააშია გაწერილი, პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება. პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი, თუმცა პირველ ეტაპზე, მხოლოდ 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი

გაზიარება
კომენტარები
POST
POST