მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქების ხერხები

მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქების ხერხები

მენსტრუალური გავლითი ტკივილი (დისმენორეა)მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში   ბევრ ქალს აწუხებს..

ზოგიერთი ქალისთვის, ეს დისკომფორტი არ არის აუტანელი, ზოგს კი მენსტრუალურმა ტკივილიმა  შეიძლება ხელი შეუშალოს ყოველდღიურ საქმიანობაშიც.

ენდომეტრიოზმა ან საშვილოსნოს ფიბრომამ და სხვადასხვა დაავადებამ  შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური კრუნჩხვები. თუმცა, თუკი ტკივილის გამომწვევი მიზეზი არ არის რაიმე დაავადება, მაშინ იგი მცირდება ასაკთან ერთად და მდგომარეობას ხშირად  მშობიარობაც აუმჯობესებს.

თუ ჩატარებული გაქვთ შესაბამისი გამოკვლევები და ტკივილი რაიმე დაავადებით არ არის გამოწვეული, მაშინ მის შესამსუბუქებლად სახლის პირობებში შეგიძლიათ სცადოთ ფიზიკური აქტივობა: კვლევებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური აქტივობით შეიძლება მენსტრუალური გავლითი ტკივილის განმუხტვა.

სითბო: თბილი აბაზანა დაგეხმარებათ  დისკომფორტის მოხსნაში.მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში შეგიძლია დაიდოთ თბილი წყლით სავსე ბოთლიც.

რიგი კვლევების მიხედვით ვიტამინი E, omega-3 ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინი B-1 (thiamine), ვიტამინი B-6 და მაგნიუმის შემცველი დანამატების მიღებამ შეიძლება ეფექტურად შეამციროს მენსტრუალური ტკივილი.

 კრიტიკულ დღეებში უნდა მოერიდოთ ალკოჰოლისა და თამბაქოს მიღებას, რადგან ამ ნივთიერებებმა შეიძლება მენსტრუალური ტკივილი უფრო გააუარესონ.

რეკომენდირებულია სტრესის შემცირება: ფსიქოლოგიურმა სტრესმა შეიძლება გაზარდოს მენსტრუალური ტკივილი და მისი სიმძიმის რისკი.


https://newsnetwork.mayoclinic.org/discussion/home-remedies-managing-menstrual-cramps/

გაზიარება
კომენტარები
POST
POST