რა ეტაპზეა ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა

რა ეტაპზეა ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა

საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. ცენტრის დირექტორის ლაშა კილაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა გაიზარდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ახალი განყოფილებების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თბილისის მასშტაბით უკვე გახსნილია სამი ახალი განყოფილება, სადაც სურვილის შემთხვევაში კონტრაქტორი დაწესებულებების თანამშრომლები დასაქმდებიან. რეფორმის ფარგლებში შემცირებულია ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდის ოდენობაც.
მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაში საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 1300 ბენეფიციარია ჩართული.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST