მიკროელემენტების კომპლექსი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის

მიკროელემენტების კომპლექსი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის

2016 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტები გაიცემა. ოჯახები , რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს ქვემოთაა და ჰყავთ 6 -დან 23 თვემდე ბავშვები, საკვებ დანამატებს „მედფარმა პლიუსის" აფთიაქებში უფასოდ იღებენ. თბილისში ეს აფთიაქი დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე 76/1-ში მდებარეობს.
თითოეული ბავშვი მოხმარებისათვის ერთჯერადად 6 კოლოფს, ანუ 180 პაკეტს იღებს. ოჯახებს აფთიაქშივე გადაეცემათ მიკროელემენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი მისი მიღების წესი.
ბენეფიციარმა აფთიაქში უნდა წარადგინოს ბავშვის დაბადების და ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი. ადგილზევე მოხდება მათი გადამოწმება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და გადაეცემათ საჭირო რაოდენობის დანამატი.
საკვები დანამატების მისაღებად არ არის საჭირო ექიმის დანიშნულება. მიკროელემენტებით გაჯერებული საკვების მიღება მნიშვნელოვანი პრევენციაა ბავშვებისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ნივთიერებათა დეფიციტი და მისგან გამოწვეული ავადობა.
მიკროელემენტების კომპლექსი ფრანგულ ფირმა DSM Nutritional Products Europe Ltd -ს მიერ არის წარმოებული და მასში 15 მიკროელემენტი შედის, მათ შორის:
რკინა ( Iron (EFF 10 mg), Aვიტამინი, (400 mcg RE), თუთია (ZnG 4.1 mg), C ვიტამინი- Vitamin C (AA 30 mg), ფოლიუმის მჟავა (Folic acid (90 mcg), ვიტამინი D3 ( Vitamin D3 (5.0 mcg), ვიტამინი E (Vitamin E (TE 5.0 mg), ვიტამინი B1 (Vitamin B1 (0.5 mg), ვიტამინი B2 (Vitamin B2 (0.5 mg), ვიტამინი B6 (Vitamin B6 (0.5 mg), ვიტამინი B12 (Vitamin B12 (0.9 mcg), ვიტამინი ბეB (Niacin (6.0 mg), სპილენძი (CuS 0.56 mg), Iodine (KI 90 mcg), სელენი (Selenium (NaS 17 mcg).

გაზიარება
კომენტარები
POST
POST