თბილისის ახალი სასწრაფო მოტოციკლებზე - 112-ს მომსახურება აღარ დაიგვიანებს?!

თბილისის ახალი სასწრაფო მოტოციკლებზე - 112-ს მომსახურება აღარ დაიგვიანებს?!

მომავალი თვიდან თბილისში პირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოტოციკლები გამოჩნდებიან. მოტოციკლზე ამხედრებული ექიმი, ე.წ. პარამედიკოსი შეეცდება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება უფრო ოპერატიული და ეფექტური გახადოს. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იგი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. აღნიშნული გამოცდები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული ნაწილს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდებს ორ წელიწადში ერთხელ ჩააბარებენ.
ცვლილება უკვე შევიდა ძალაში - 15 ივლისს „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, მოტოტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სპეციალიზაციის კურსი უნდა იყოს აკრედიტებული ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
ambulance motorcycle ანუ სასწრაფო დახმარების მოტოციკლები ევროპის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია, რომლითაც პარამედიკოსები პირველადი - ექიმამდე დახმარების აღმოსაჩენად მიდიან და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მისვლამდე უწევენ პირველად დახმარებას დაზარალებულს. აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტოავარიების დროს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST