შვილი, რომელმაც დედას საკუთარი ღვიძლის 70% გადაუნერგა

შვილი, რომელმაც დედას საკუთარი ღვიძლის 70% გადაუნერგა

ყველაზე ამაღელვებელი ის შემთხვევებია, როდესაც შვილები მშობლების სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ ორგანოებს აძლევენ მათ. 

ასე მაგალითად, 24 წლის ახალგაზრდა ტაჯიკმა მამის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი ღვიძლის 70 პროცენტი დათმო. აბდუროზიკ ასადულოევმა თავისი მამა 54 წლის მამა ინდოეთში გაუშვა ღვიძლის უმძიმესი დაავადების სამკურნალოდ. ინდოელმა ექიმებმა ღვიძლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა დაინახეს. აბდუროზიკის ძმა მუხარჯანმა მზადყონა გამოთქვა მამისთვის ღვიძლის დონორი გამხდარიყო და სამდღიანი დიაგნოზირების შემდეგ, მამას თავისი ღვიძლის 70 % მისცა.

2013 წლის 24 თებერვალს შვილმა დედას სიცოცხლის გაგრძელების შანსი მისცა. 35 წლის ეკატერინე ჩიმპოეშს 2007 წელს ღვიძლის ციროზის დიაგნოზი დაუსვეს. ერთადერთი იმედი აღნიშნული ორგანოს ტრანსპლანტაცია დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მის შვილს - ნიკოლოზ ჩიმპოეშს განუმარტეს, რომ ტრანსპლანტაციის შემთხვევაშიც კი გადარჩენის შანსი იყო - 100-დან ერთი,შვილმა განაცხადა, ვინაიდან ერთი პროცენტი მაინც არის შანსი, გავრისკოთო! და მისცა დედას საკუთარი ღვიძლის დიდი ნაწილი.
ოპერაცია გაიწელა, ვინაიდან დედა კატეგორიულ უარზე იდგა „ის ჩემი შვილია. მე მას სიცოცხლე მივეცი და უკან არ წავართმევ“. ამ აზრზე ქალი ბოლომდე იდგა - ოპერაცია ისე გაუკეთეს, რომ ხელი არ მოუწერია...
დღეს - დედაც და შვილიც კარგად არიან.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST