დღენაკლულ ბავშვთა მსოფლიო დღე

დღენაკლულ ბავშვთა მსოფლიო დღე

17 ნოემბერი არის მსოფლიო დღენაკლულთა დღე. ამ დღსთან დაკავშირებული კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან გატარებული რეფორმის შედეგად, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების ტენდენციაზე გააკეთა აქცენტი. გატარებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა დედათა სიკვდილობა, აღინიშნა მკვდრადშობადობის კლების ტენდენცია, მცირდება ნეონატალური სიკვდილობა, საკეისრო კვეთების რაოდენობა, სახეზეა პირველადი საკეისრო კვეთების კლების ტენდენცია და შემცირებულია ნეონატალური ტრანსპორტირების ინდექსი. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ნაადრევ მშობიარობათა გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელა და დღენაკლულ ახალშობილთა სიკვდილიანობა-ავადობის შემცირებისთვის, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მნიშვნელობა გამოჰყო. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად დადებითი ტენდენციების, სამომავლო მიზნებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ. შეხვედრას დღენაკლულ ბავშვთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების, სამეანო და ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად - ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება. მსოფლიო დღენაკლულთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST