10 ფაქტი ნაღვლის ბუშტის შესახებ

10 ფაქტი ნაღვლის ბუშტის შესახებ

მაშინ როდესაც ღვიძლი დაკავებულია ნაღვლის გამომუშავებით, რათა საჭმლის გადამუშავებაში დაგეხმაროთ, ნაღვლის ბუშტი საიმედოთ ინახავს მას, სანამ დაგჭირდებათ.

ნაღვლის ბუშტი ღვიძლის მარჯვენა წილის ქვეშ მდებარე მსხლის ფორმის ღრუ ორგანოა. როდესაც ის ნაღვლის წვენით გადაივსება 8 –10 სმ სიგრძემდე და 4 სმ სიგანემდე იზრდება ზომაში.
ვიდრე ნაღველკენჭოვანი დაავადების გამო ქოლეცისტექტომიას გაიკეთებთ, ამ პატარა ორგანოზე ძალიან ცოტას ფიქრობთ.

1. ნაღვლის ბუშტი – ნაღვლის რეზერვუარი
მაშინ როცა ღვიძლი მუშაობს მუქი მწვანე ფერის სითხის – ნაღველის გამომუშავებისთვის, რომელიც საჭმლის მონელებაში გეხმარებათ, ნაღვლის ბუშტი ინახავს მას სანამ დაგჭირდებათ, განგვიმარტავს დოქ. ერინ გილბერტი, ორეგონის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი (პორტლენდი). „ის ნაღვლის ბუშტის კონცენტრაციას უზრუნველყოფს იმ დონემდე რომელიც ცხიმების გადამუშავებისთვის არის აუცილებელი“, ამბობს დოქ.გილბერტი. „საჭმელის ჭამის დროს ნაღვლის ბუშტი პერისტალტიკის გზით გადაისროლება თორმეტგოჯა ნაწლავში“.

ღვიძლი გამოიმუსავებს 500–დან 1,000ml ნაღველს დღის მანძილზე. მაგრამ ნაღვლის ბუშტს შეუძლია მისი კონცენტრირება მოახდინოს, შეინახოს და დაიტიოს 30– 50 ml ბლანტი ნაღველი.

2. ნაღვლის კენწები ყალიბდება ქოლესტეროლისგან
ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბება ხდება როდესაც ნაღვლის შემადგენელი ორი ნივთიერება – ქოლესტეროლი და ბილირუბინის ზეგაჯერება ხდება ნაღვლის წვენში და კრისტალდება, დაახლოებით როგორც შაქრისგან ამზადებენ შაქარყინულს. ბილირუბინი მოყვითალო–მოყავისფრო ნივთიერებაა, რომელიც ღვიძლში „ძველი“  წითელი უჯრედების (ერთროციტები) დაშლის შედეგტად წარმოიქმნება. ორგანიზმი ნორმალურ ფიზიოლოგიურ პირობებში კუჭ–ნაწლავის მოქმედების გზით თავისუფლდება ბილირუბინისგან(განავლოვანი მასების შეფერილობაც აქედან მოდის. ბილირუბინული ნაღვლის კენჭები შედარებით იშვიათობაა ქოლესტერინულ კენჭებთან შედარებით და მეტად დამახასიათებელია მათთვის ვისაც სისხლის დაავადებები აღენიშნებათ, როგორიც არის ნამგლისებრ–უჯრედული ანემია (გენეტიკური დაავადებააა, რომლის დროსაც ხდება ერითროციტების დაშლა).

3. დაბალი ქოლესტერინის შემცველი და დაბალი ცხიმოვანი დიეტა ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია
როგორც ვთქვით, „ნაღვლის კენჭების უმეტესობა ქოლესტერინისგან ფორმირედება. ამგვარად, დაბალი ქოლესტერინული საკვების და ნაკლები ცხოველური ცხიმის შემცველი საკვების მიღება საუკეთესო დაცვაა ნაღვლის ბუშტისთვის“, აცხადებს დოქ. ქეთლინ კანდელვალი, კლევლენდის კლინიკის ქირურგი.

4. დიეტა რომელიც თქვენს გულს იცავს, სასრგებლოა თქვენი ნაღვლის ბუშტისთვისაც
ნებისმიერი დიეტა, რომელსაც შესაძლოა ეწოდოს გულისთვის სასარგებლო, საკეთილდღეოა ნაღვლის ბუშტისთვისაც. ეს იმას ნიშნავს რომ ზოგიერთი „ჯანმრთელი ცხიმი“, რომელიც არის ავოკადოში, კაკალში, ზეთისხილში, მიწისთხილის კარაქში სასრგებლოა და დიეტის რაციონში ჩართული უნდა იყოს, ზღვისპროდუქტებთან და ბოსტნეულთან ერთად. ისეთი პროდუქტებისგან თავის არიდება რომელიც ქოლესტერინის დიდ ოდენობას შეიცავს, ნაღვლის კენჭების წარმოქმნას ამცირებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აგრეთვე თუ რამდენად ხშირად იკვებებით. „თუ დღეში ერთხელ იკვებებით ნოყიერად, კენჭების წარმოშობის ალბათობას ზრდით, რადგან ნაღველი დიდი ხნით ყოვნდება ნაღვლის ბუშტში, ვიდრე წვრილი ნაწლავის დასაწყის ნაწილში – თორმეტგოჯა ნაწლავში ექსკრეტირდება," ამბობს გილბერტი. რაც უფრო დიდი ხნით ყოვნდება ნაღველი ნაღვლის ბუშტში, მით მეტი დრო აქვს ქოლესტეროლს დაკრისტალებისთვის და კენჭად გარდაქმნისთვის.

5. წონაში სწრაფი კლება იწვევს ნაღვლკენჭოვან დაავადებას
გარდა ჯანსაღი დიეტისა, ჯანსაღი წონაც მნიშვნელოვანია ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებისათვის. ჭარბი წონის მქონე ინდივიდების კენჭების განვითარების მეტი ალბათობა აქვთ, მგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მკაცრად შეზღუდოთ საკვები და შიმშილობით სწრაფად დაიკლოთ წონაში. წონაში სწრაფად დაკლება კენჭების წარმოქმნას უწყობს ხელს, ამბობს გილბერტი. წონაში დაკლება უდაოთ სასრგებლოა, მაგრამ „ერთაბაშად არ უნდა დაკარგოთ წონა“, დასძენს ის.

კლინიკურად დასტურდება მტკიცებულება რომ ვიტამინ C მიღება და ყავის დალევა გიცავთ ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნისგან.

6. საერთო პოპულაციის 12% აღენიშნება ნაღველკენჭოვანი დაავადება, თუმცა, მხოლოდ მცირე მათგანში იწვევს პრობლემას.
გარდა ჭარბის წონისა, ჭარბი ცხიმოვანი საკვების მოხმარებისა, ორსული ქალები კენჭების წარმოქმნის დიდი ალბათობის წინაშე დგანან, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ საკვებ რაციონში არასასრგებლო ცხოველური ცხიმის შემცველობას. ხანდაზმული პაციენტები და ისინი ვისაც გენეტიკაში აქვთ ნაღვლეკენჭოვანი დაავადება მეტად დგანან ამ დაავადების განვითარების წინაშე. გარდა ამისა, ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის კენჭების წარმოქმნას. საერთო პოპულაციის 12% აღენიშნება ნაღველკენჭოვანი დაავადება, თუმცა, მხოლოდ მცირე მათგანში იწვევს კლინიკურ პრობლემას, ამბობს დოქ. გილბერტი.

7. ნაღვლის კენჭების ყველაზე ჩვეულებრივი სიმპტომია ძლიერი ტკივილი
ადამიანთა 80% არავითარი სიმპტომი არ აღენიშნება ნაღველკენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, მაგრამ პრობლემა იჩენს თავს როდესაც ვლინდება ძლიერი, ინტენსიური ტკივილი, ლოკალურად. „ტკივილს პაციენტები უმეტესად აღწერენ როგორც გამჭოლს, თითქოს ხანჯლის ჩაცემის მსგავს“, ამბობს დოქ. გილბერტი. ტკივილი უხშირესად ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ იწყება, რადგან „ცხიმი იწვევს ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის სეკრეტის გადასროლას“, დასძენს იგი.

ტკივილი მარჯვენა ფერდქეშა მიდამოში იჩენს თავს და გადაეცემა მხარში ან ზურგის არეში, ამბობს დოქ.კანდელვალი. ის რამდენიმე საათით გრძელდება და შეიძლება თან სდევდეს ღებინება.

8. ნაღვლის კენჭების დიაგნოსტიკაში ეფექტურია ექოსკოპია
„ულტრაბგერა უსაფრთხო და სწრაფი კვლევაა და უამრავ ინფორმაციას იძლევა ნაღვლის ბუშტის კედლების თუ შიგთავსის შესახებ“, ამბობს გილბერტი.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მიმართვა მიეცეს ჰეპატობილიარულ სკანირებაზე, როდესაც კონტრასტის მეშვეობით ხდება სანაღვლე სადინრების დათვალიერება. ეს კვლევა უმეტესად ისეთ პაციენტებზე ტარდება რომეთაც დაუზუსტებელი ხასიათის ტკივილები აღენიშნებათ კენჭების არსებობის გარეშე, ან აქვთ თანდართული სხვა პათოლოგია.

9. ნაღვლის სადინარში გადასული კენჭები იწვევს სიყვითლეს, პანკრეატიტს და საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას.
ზოგჯერ ნაღვლის კენჭებს არავითარი სიმპტომი არ ახლავს თან და არავითარ პრობლემას არ იწვევს „მაგრამ როდესაც ისინი პრობლემას იწვევენ ნაღვლის ბუშტის ამოღების საკითხი დგება“, ამბობს გილბერტი. თუ ადამიანს აწუხებს მწვავე ტკივილი, რომელსაც ბილიარული კოლიკა ეწოდება ან ვითარდება ინფქციური პროცესები, ქოლეცისტიტი, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.

„როდესაც კენჭები ნაღვლის ბუშტიდან სადინარში გადადის, ხდება სადინრის დაცობა, ობსტრუქცია, ვითარდება სიყვითლე, სტაზი და ბილიარული კოლია, ტკივილი რომელიც არ იხსნება არც ერთი მედიკამენტით, ამ დროს ასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთი ნაღვლის ბუშტის ამოღება, რადგან ეს პროცესი შეუქცევადია“,  განმარტავს დოქ. კანდელვალი.

10. ქოლეცისტექტომია ანუ ნაღვლის ბუშტის ამოღება
თუ თქვენ ნაღვლის ბუშტის ამოღების აუცილებლობის წინაშე დადექით, დაახლოებით ერთი ან ორი კვირა დაგჭირდებათ დაეთხოვოთ სამსახურიდან და საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ. ლაპარასკოპიულად ოპერაცია მხოლოდ ერთ განაკვეთს საჭიროებს. ნაკლებად ტრავმულია, დამზოგველია. მიუხედავად ოპერაციის მცირე მასშტაბისა ზოგადი ანესთეზია მაინც აუცილებელია რადგან ექიმი მუცლის ღრუს კარბონის დიოქსიდით ავსებს, რაც მუცლის ღრუს უფრო ხილვად და ადვილად დასამუშავებელს ხდის.

„ნაღვლის ბუშტის ამოღების შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ადრე თქვენთვის აკრძალული საკვები. ღვიძლი ისევ გააგრძელებს ნაღვლის გამომუშავებას და ის უკვე პირდაპირ, დაყოვნების გარეშე გადაისროლება კუჭსა და ნაწლავებში. ერთადერთი განსხვავება რაც შეიძლება ამ დროს იყოს, შემწვარი ხორცის შედარებით გვიან გადამუშავებაა“. 


https://www.everydayhealth.com

გაზიარება
კომენტარები
POST
POST