რა უნდა ვიცოდეთ კუჭის წყლულის შესახებ - რჩევები ცნობილი გასტროენტეროლოგისგან!

რა უნდა ვიცოდეთ კუჭის წყლულის შესახებ - რჩევები ცნობილი გასტროენტეროლოგისგან!

ნანა კეკელიძე აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში 1983 წლიდან მოღვაწეობს. ცოტას თუ შეუძლია დაიკვეხნოს სამედიცინო პრაქტიკის ისეთ კორიფეებთან გავლა, როგორებიც იყვნენ კოტე ვირსალაძე, ბაადურ რაჭველიშვილი, ბონდო კანდელაკი, ნინა პეტრიაშვილი და ა.შ. დღეს ნანა კეკელიძე ამბულატორიის დეპარტამენტის გასტროენტეროლოგი გახლავთ და თავისი მრავალწლიან გამოცდილების გადმოსახედიდან უნიკალურ რჩევებს გვიზიარებს.

- ქალბატონო ნანა, დღევანდელ რეალობაში, ყოველ პირველს თუ არა, ყოველ მეორეს დარღვეული აქვს კვების რეჟიმი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმრავლესობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს?
- დიახ. და დღეს სამწუხაროდ, სწორი ანუ ჯანსაღი კვება დეიტასთან ასოცირდება, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმად უნდა იქცეს.

- ბოლო სტატისტიკური მონაცმების მიხედვით, გასტროენტეროლოგიურ დაავადებათა შორის კვლავ კუჭის და თორმეტგოჯა წყლული ლიდერობს. რა არის ამის მიზეზი?
- პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ წყლულოვან დაავადებას ახასიათებს დესტრუქციული კერების წარმოქმნა კუჭ – ნაწლავის ტრაქტში. წყლულის დიამეტრი სულ მცირე 5მმ.-ს შეადგენს. ეროზიისაგან განსხვავებით, წყლული ლორწოვანის უფრო ღრმა დაზიანებაა და კუნთოვან შრემდე გრძელდება. წლულოვანი დაავადება აღენიშნება მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს, ხოლო ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში 6-10% შეადგენს.

- დღეს-დღეობით, წყლულოვან დაავადებას ამჟამად განიხილავენ, როგორც ინფექციურ დაავადებას გასტროენტეროლოგიური პროფილით. დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული შემთხვევათა თითქმის 90%-ში ექვემდებარება სათანადო მკურნალობას ანტიბიოტიკებით?
- კი ბატონო. კუჭის გამოკვლევის მეთოდებიდან გასტროსტოპია ითვლება „ოქროს სტანდარტად”, რომელიც საშუალებას იძლევა, მთლიანად დათვალიერდეს ლორწოვანი გარსი. აუცილებელია ასევე ვიცოდეთ, რომ წყლულოვანი დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია გენეტიკური ფაქტორი, ალკოჰოლი, თამბაქოს წევა, ყავა და სხვა დაავადებები, მაგალითად, ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და ა.შ. ამ დროს, როდესაც მკურნალობის კურსი ბოლომდე არ არის ჩატარებული, შესაძლებელია წყლულის მალიგნიზაცია, ანუ მისი გადაგვარება სიმსივნედ.

– როგორ მკურნალობენ დღეს წყლულოვან დაავადებებს?
- სადღეისოდ პეპტიკური წყლულის მკურნალობამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. ამჟამად წყლულის მკურნალობის ძირითადი მიზანია პილორული ჰელიკობაქტერიის ერადიკაცია. წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია დიეტური თერაპია, რაც გულისხმობს კუჭის ლორწოვანი გარსის საკვებისმიერი გამღიზიანებელი ფაქტორებისაგან დაცვას, როგორიცაა ცხარე, მჟავე, წიწაკიანი, ტომატიანი საკვების მიღება.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST