სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა გრძელდება

სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა გრძელდება

უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ზომები არაეფექტური აღმოჩნდა.  საუბარია, აფთიაქების მხრიდან სერიოზულ ფინანსურ დაინტერესებაზე. 

ოთხი წლის წლინ, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მედიკამენტების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით არის შესაძლებელი. საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა გახდა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რეცეპტების აღდგენის საჭიროება ორმა გარემოებამ განაპირობა. ეს არის მეორე ჯგუფის მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება ანუ სააფთიაქო ნარკომანია და მეორე, წამლის თვითნებურად, ექიმის ინსტრუქციის გარეშე მიღება, რამაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. კანონის ამოქმედების შემდეგ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეცეპტის გარეშე გაყიდვამ გამოიწვია აფთიაქის მფლობელთა სისხლის სამართლებრივ დევნა და ხანგრძლივი ვადით ფარმაცევტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
აღნიშნული საკანონმდებლო რეფორმირების მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ სააფთიაქო ნარკომანიის შეზღუდვისთვის გატარებული პრევენციული ღონისძიებები არაეფექტური გამოდგა და დღემდე, ფსიქოტროპული თრობის ეფექტის მქონე მედიკამენტები სააფთიაქო ქსელში თავისუფლად იყიდება.

დღიდან კანონის მიღებისა, ფსიქოტროპული აფთიაქებიდან მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის ფაქტების გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირი" სისტემატურად ატარებს რეიდებს. კავშირის თავმჯდომარის, გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, საკანონმდებლო რეგულაციებითა და რეცეპტურის ამოქმედებით არაფერი შეცვლილა. ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობა იმდენად მომგებიანია, რომ პირველ ჯერზე 6 000 ლარიანი, ხოლო შემდეგ 12 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა ქსელის მფლობელებს არ აშინებთ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST