პოლონელები საქართველოს ნარკოპოლიტიკას უხელმძღვანელებენ

პოლონელები საქართველოს ნარკოპოლიტიკას უხელმძღვანელებენ

ნარკომანიის პრევენციული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, Praesterno Foundation-ის ხელმძღვანელობამ, საქართველოში არსებული სიტუაცია სავალალოდ შეაფასა. მათ მიერ ჩამოტანილი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40 პირი ეტაპობრივად გადამზადდება. ნარკოლოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილობრივი პრევენციული პროგრამების დაგეგმვის, შექმნისა და დანერგვის მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. გადამზადების პროგრამა ეტაპობრივად, რამდენიმედღიანი სასწავლო სესიების ფორმატით, პოლონურ-ქართულ ენებზე, 2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოსა და პოლონეთში განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, სწავლებაში ჩართული პირები პრევენციული პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების საკითხებზე პროფესიულ უნარებს და თეორიულ ცოდნას გაიღრმავენებ. ასევე, გაეცნობიან ინფორმაციას პოლონეთში მიმდინარე პრევენციული პროგრამების შესახებ.
პროექტს - „ნარკომანიის პრევენციის მხარდაჭერა საქართველოში, ადგილობრივ დონეზე“ - პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST