ცნობილი ნეფროლოგის დღიური: „წყალი გამოსავალი არ არის!“

ცნობილი ნეფროლოგის დღიური: „წყალი გამოსავალი არ არის!“

ჩვენ ხშირად ვხვდებით პაციენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ თირკმელების გასაწმენდად წყლის უფრო მეტი რაოდენობა უნდა მიიღონ. როდესაც ეს მესმის, ყოველთვის ვფიქრობ, რა საფუძველი უდევს ამას?

გამარჯობა, მე ლინდა შთეხი ვარ, პარაქტიკოსი ნეფროლოგი დარემიდან (ჩრდილოეთ კაროლინა).

ახლა ჩემი სახლის ვერანდიდან გესაუბრებით, რადგან ორ ბავშვთან და სამ ტერიერთან ერთად ვცხოვრობ და  მძვინვარე ჭექა-ქუხილის დროსაც კი ეს ჩემს სახლში, ყველაზე მშვიდი ადგილია.
დღეს მინდა, ვისაუბრო კლინიკურ კვლევაზე, რომელიც ეხება იმ პაციენტების ზრდას, რომლებიც თირკმლის უკეთესი ფუნქციონირებისთვის წყლის დამატებით რაოდენობას იღებენ.
ავტორებმა კვლევის შესავალ ნაწილში აღნიშნეს, რომ წყლის მეტი რაოდენობით მიღება ამცირებს ვაზოპრესინის დონეს, რაც დადებითად მოქმედებს თირკმლის ფუნქციონირებაზე.
კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 631 თირკმლის დაავადების მქონდე პაციენტი მონაწილეობდა. მათი გლომერულარული ფუნქციონირების ზღვარი იყო 30-60 მილილიტრი წუთში და1.73 კვადრატურლი მეტრი.
ჰიდრატაციის ჯგუფის პაციენტებს დღეში 0.5-1.5 ლიტრი წყალი უნდა მიეღოთ, ხოლო მეორე ჯგუფის პაციენტებს კი 0.5 ლიტრი ან ნაკლები.
ორივე ჯგუფს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რათა დაედგინათ წყლის მიღების გავლენა თირკმლის ფუნქციონირებაზე.
შედეგად eGFR ჰიდრტადატიის ჯგუფში იყო 2.2 მილილიტრი/წუთში/1.73 კვადრატული მეტრი. მეორე ჯგუფში კი - 1.9 მილილიტრი/წუთში/1.73კვადრატული მეტრი.
კვლევამ ხელშესახები შედეგი არ აჩვენა, მკლევართა ერთ-ერთი მოსაზრება ის იყო, რომ მონაწილე ჯგუფებს შორის წყლის მიღების დონე უფრო განსხვავებული უნდა ყოფილიყო, ვიდრე მათი კვლევის დროს.
ამ კვლევაზე დაყრდნობით, შარდის გამოყოფის ერთი ან ნახევარი ლიტრით გაზრდა სათანადოდ პოზიტიურ შედეგს არ იძლევა. ეს სამწუხაროა, რადგან დადებითი შედეგის შემთხვევაში, ეს ნაკლებინტერვენციული ქმედება ძალიან კარგი საშუალება იქნებოდა ამ გლობალურ პრობლემასთან საბრძოლველად.
გამამხნევებელია, რომ ისეთი კარგი რეპუტაციის მქონე ჟურნალმა, როგორიც არის JAMA მსგავსი კვლევის გამოქვეყნება გადაწყვიტა.
eGFR-ის გამოყენებით, თირკმლის საერთაშორისო ფედერაცია და აშშ-ის სურსათისა და წმალის ადმინისტრაციაც მუშაობს თირკმლის დაავადებების შესაჩერებლად.
ცხადია, ამ პრობლემაზე მხოლოდ ნეფროლოგებმა არ უნდა ვიმუშაოთ.
მიუხედავად იმისა, რომ წყლის მიღების ზრდით ჩატარებულმა კვლევამ სათანადო შედეგი არ აჩვენა, ვფიქრობ, კარგი იქნება ამ საკითხზე დამატებითი კვლევების ჩატარება. წყალი არ არის ის ჯავშანტექნიკა, რომელიც თირკმლის დაავადებას შეაჩერებს, მაგრამ დამატებითი კვლევები მაინც საჭიროა, რადგან პოტენციური ბენეფიტები მაინც არსებობს.
ყველას კარგ დღეს გისურვებთ.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST