(VIDEO) 88 წლის ბებია ნიღბებს კერავს და არიგებს

(VIDEO) 88 წლის ბებია ნიღბებს კერავს და არიგებს

88 წლის ბებოს პარკინსონის დაავადება აქვს. ალბათ, არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ეს სენი, როდესაც ხელები მუდმივად გიკანკალებს. და ისიც, ამ მძიმე სენთან შეჭიდებული, ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში, თავის საკერავ მანქანაზე ნიღბებს კერავს მსურველთათვის. არ ყიდის, არიგებს.

მოუსმინეთ, რას ამბობს მოხუცი ქალბატონი, რომელიც ერთი წამითაც არ წყდება თავის საკერავ მანქანას.
„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ სამყარო. ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდემია, მაგრამ თითოეულმა უნდა ვეცადოთ ერთმანეთის დახმარება. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ისევე უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორც ამას ექთნები აკეთებენ ექიმებისთვის. ძალიან მიყვარხართ ყველანი - თქვენ ჩემი შვილები და შვილიშვილები ხართ..

საქართველოშიც არსებობენ ასეთი ბებიები, უბრალოდ არ ვიცით მათ შესახებ. ისინი არ უნდა დავტოვოთ საფრთხის პირისპირ! თუ ასე მოვიქეცით, ნიშნავს, რომ არ შევდექით როგორც საზოგადოება.

ვიდეოს გასაშვებად დააკლიკეთ ფოტოზე.



გაზიარება
კომენტარები
POST
POST