ნიკოტინზე დამოკიდებულება წარმოსახვის ნაყოფია

ნიკოტინზე დამოკიდებულება წარმოსახვის ნაყოფია

სულ ახლახან, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულება არ არსებობს. ადამიანი ნიკოტინის არარსებობისგან დისკომფორტს მხოლოდ მაშინ განიცდის თუ თავად სურს მისი მიღება ან გულწრფელად სწამს, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულია. 

ექსპერიმენტის ფარგლებში „სტაჟიან“ მწეველებს ორი სახის სიგარეტი მისცეს - ერთი ნიკოტინით და მეორე ნიკოტინის გარეშე. მწეველის ტვინი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ უნიკოტინო სიგარეტი მოწია, ორგანიზმში ნიკოტინის მოხვედრის სიგნალებს არ გამოსცემდა, თუმცა, სინამდვილეში მისი სიგარეტი ნიკოტინს შეიცავდა.
ანალოგიური სიტუაცია იყო, როცა ექსპერიმენტში მონაწილეს უნიკოტინო სიგარეტს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი სიგარეტი ნიკოტინის შემცველია. ამ შემთხვევაში ტვინი ნიკოტინის მიღების სიგნალს გამოსცემდა, თუმცა სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა.
ექსპერიმენტის შედეგად, დაასკვნეს, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულება წარმოსახვის ნაყოფია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა მილიონობით ადამიანს მავნე ჩვევისგან გაათავისუფლებს. 


გაზიარება
კომენტარები
POST
POST