მნიშვნელოვანი სიახლე სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს წარმატებით მკურნალობის სფეროში

მნიშვნელოვანი სიახლე სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს წარმატებით მკურნალობის სფეროში

მრავალწლიანი პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკრინინგი ძალზე მნიშვნელვანია მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს დროული გამოვლენისთვის. „ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ აღნიშნული ონკოლოგიის მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ტარდება, რაც მაქსიმალურად ამცირებს დაავადების რეციდივის ალბათობას. 

ამ საკითხს ჰოსპიტალმა არა ერთი კონფერენცია და ღონისძიება მიუძღვნა, ერთ-ერთი მათგანი კი გახლდათ ე.წ. „ლურჯი პარასკევის“ აქცია, რომელიც გახსნა „კვლევისა და განვითარების  ცენტრის“ ხელმძღვანელმა ეკა სანიკიძემ. მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციის თვის ფარგლებში ჩატარდა. შიდა კონფერენცია საკმაოდ საინტერესოდ წარმართა კოლორექტული ცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ გიორგაძემ, რომელმაც კოლეგებს გააცნო კოლორექტული კიბოს სკრინინგისა და დროული გამოვლენის მნიშვნელობა. ახალგაზრდა ექიმის განმარტებით, ქვეყანაში მოქმედ სკრინინგ-პროგრამაში საზოგადოების დიდი ნაწილის რაც შეიძლება მეტი ჩართულობაა საჭირო.  კლინიკაში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე ექიმებისგან მულტიდისციპლინარული ჯგუფის შექმნა და მათ მიერ მკურნალობის სქემის შემუშავება საერთაშორისო გაიდლაინის მიხედვით, ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის კი ინდივიდუალური მიდგომა - მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების შორს წასულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას.

შეხვედრაზე საკმაოდ ფართოდ და დეტალურად იქნა განხილული საქართველოში მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს კონტროლისა და პრევენციის საკითხები. აღნიშნული ონკოლოგიური დაავადება მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ნოდარ გიორგაძის მიერ წამოჭრილ ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა ის, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი იარაღი მისი დროული გამოვლენა და მკურნალობა გახლავთ. ზოგადად, ამ სეგმენტის დაავადებების საერთო რაოდენობა 25-ზე მეტია. როგორც წესი, კიბოს უმრავლესობა ვითარდება ე.წ. კეთილთვისებიანი წარმონაქმნების, ე.წ. პოლიპებისგან, რომლებივ ნაწლავის ამა თუ იმ უბანში ყალიბდება. გარდა ამისა, კიბოს განვითარების მაღალ რისკს ქმნის ოჯახური ანამნეზი და ნაწლავის ანთებითი დაავადებები.

დღეს-დღეობით, „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ ნერგავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: ჰოსპიტალის და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე კიბოს მკურნალობის სპეციალისტების გუნდის კოორდინირებული და ოპერატიული მუშაობისთვის მაქსიმალური ხელშეწყობას. ასევე, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ინდივიდუალურად შგდგენის გეგმით მკურნალობის მნიშვნელობის, დაავადების რისკის მქონე ოჯახებში დინამიკური ენდოსკოპიური კონტროლის აუცილებლობის, გენეტიკური სკრინინგის, ზოგჯერ კი პრევენციული ოპერაციის საჭიროების შესახებ. ასევე, სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში ლაპარასკოპიული და ოპერაცოული წილის გაზრდა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST