პირველი ადამიანი, რომელიც 1000 წლამდე იცოცხლებს - უკვე დაიბადა!

პირველი ადამიანი, რომელიც 1000 წლამდე იცოცხლებს - უკვე დაიბადა!

ყოველთვის ვეცდებით ჩვენს ერთგულ მკითხველს გავაცნოთ ის სიახლეები, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კონფერენციებზე „ნოუჰაუდ“ ცხადდება. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ SENS -ის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებლის - დოქტორ ობრი დე გრეის ანგარიში, რომელიც ადამიანის ბიოლოგიური დაბერების პროცესს ეხება და რაც მთავარია მის სკანდალურ განცხადებას, რომ პირველი „ადამიანი-მილენიუმი“ უკვე დაიბადა. 

დაბერება ეს არის ცოცხალი ორგანიზმების ყველაზე დიდი პრობლემა. ადამიანს ყველანაირი სიძნელე შეუძლია დაძლიოს - გლობალური დათბობიდან დაწყებული დაბინძურებული გარემოს ჩათვლით, მაგრამ სიბერე ყველასთვის „გარანტირებულია“. უფროსწორედ, იყო აქამდე!
დოქტორ ობრი დე გრეიმ, მიზნად დაისახა მოენახა საშუალება, რომელიც კაცობრიობას იხსნიდა ბიოლოგიური დაბერებისგან. მეცნიერს სჯერა, რომ სამყარო, სადაც არ იარსებებს ასაკობრივი დაავადებები - რეალობაა, რომელიც მომავალში გველოდება.

ლონდონში გამართულ კონფერენციაზე Virtual Futures-ზე, ობრი დე გრეიმ წარმოადგინა ანგარიში, რომლიც მიხედვითაც პირველი ადამიანი, რომელიც 1000 წლამდე იცოცხლებს არა მარტო დაიბადება ახლო მომავალში, არამედ უკვე... დაიბადა. რომ მეცნიერებამ უკვე მიაგნო თერაპიის გამაუმჯობესებელ მეთოდებს, რომლებიც ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებს არ დაუშვებს ახლო 20 წლის განმავლობაში.
ერთი შეხედვით, მსგავსი ხასიათის განცხადებები სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერს. მაგრამ, ჯერ კიდევ 2017 წელს მეცნიერებმა სერიოზული გარღვევა გააკეთეს გერონტოლოგიის სფეროში. 2019 წლის აგვისტოში კი მათ აღმოაჩინეს განსაკუთრებული მოლეკულარული შენაერთი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება სიბერესთან ბრძოლაში.

გაეროს ბოლო მონაცემებით, 2015 წელს, 60 წელს ზემოთ მიღწეულ ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდება და გახდება 2,1 მილიარდი. დე გრეი წინადადებით გამოდის, რომ შეიქმნას კლინიკების საერთაშორისო ქსელი, რომელიც დაბერების პროცესს შეისწავლის 6 მთავარი მიმართულებით. ესენია:
ქსოვილების ატროფია, სიმსივნური უჯრედები, მიტოჰონდრიალური მუტაციები, გარეუჯრედული მატრიკსას გაძლიერება, გარეუჯრედული გროვა, უჯრედული სიკვდილის მექანიზმი.

„სიბერე, ეს არის მახვილი, რომელსაც ყოველ დღიურად 11 000 ადამიანის სიცოცხლე მიაქვს მთელს მსოფლიოში. ჩვენ შეგვიძლია იგი დავძლიოთ, ვინაიდან ეს პრობლემა ექვემდებარება მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ჩარევებს“ - განმარტავს ობრი დე გრეი.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST