თევზის ქონი ანუ ომეგა 3, გულის შეტევასთან ბრძოლაში, უშედეგო აღმოჩნდა

თევზის ქონი ანუ ომეგა 3, გულის შეტევასთან ბრძოლაში, უშედეგო აღმოჩნდა

იმ საკვები დანამატების სია, რომლებიც კვლევების თანახმად უშედეგო აღმოჩნდა, ყოველწლიურად იზრდება. მათ შორის უკვე არის C ვიტამინი და კალციუმი. შემდეგი აბი, რომელიც უშედეგოდ მიჩნევის ზღვარზე დგას - თევზის ქონი ანუ ომეგა 3-ია.თევზის ქონი მრავალჯერ აღიარეს გულის დაავადებებისგან თავის დაცვის ერთ-ერთ კარგ საშუალებად, თუმცა Cochrane-ის ახალი კვლევის თანახმად, ამ დანამატს, ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ მცირედი ბენეფიტი მოაქვს.

ომეგა 3-ში შემავალი ცხიმები და მჟავები ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ ზემოთ აღნიშნულმა კვლევამ, რომელიც 112 000 ადამიანზე ჩატარდა, აჩვენა, რომ თევზის ქონმა გულის შეტევასთან ბრძოლაში სათანადო შედეგი ვერ მოიტანა.
კვლევისთვის  პირები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს აკვირდებოდნენ მათ, ვინც თევზის ქონს არ იღებდა, ასევე, ვინც სტაბილურად, ერთი და იგივე რაოდენობით იღებდა და მათაც, ვინც ამ საკვები დანამატის მიღება უფრო და უფრო გაზარდეს, თუმცა შედეგი არასახარბიელო დაიდო: ომეგა 3-მა გულის შეტევით გამოწვეული სიკდილიანობის რისკის შემცირება მხოლოდ მცირედით შეძლო.

კვლევის ხელმძღვანელის ლი ჰუპერის შეფასებით, საკვები დანამატების მიღებას სჯობს, თევზის ქონი თავად საკვების სახით მივიღოთ.
მისივე თქმით, ზღვის პროდუქტი გარდა ომეგა 3-ში შემავალი ცხიმებისა, ადამიანის ორგანიზმისთვის სხვა საჭირო ნივთიერებებს, სელენიუმს, რკინასა და D ვიტამინსაც შეიცავს

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, დარემში 300 ბავშვს თევზის ქონის საჭირო რაოდენობას აწვდიდნენ, რამაც მათი აკადემიური მოსწრება და პლასტიკურობა გააუმჯობესა.

ასე რომ ომეგა 3-ზე საბოლოოდ უარის თქმა ნამდვილად არ ღირს, მასში შემავალ ვიტამინებს და მინერალებს ნამდვილად მოაქვს ორგანიზმისთვის ბენეფიტი, მაგრამ თუ მაგიურ აბს ელით, რომელიც თქვენს ორგანიზმზე სასწაულებს მოახდენს, მისი მიგნება ნამდვილად გაგიჭირდებათ.
.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST