ორგანიზმის რეაქცია ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ

ორგანიზმის რეაქცია ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ

ზედმეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგ ყველას გამოუცდია მსუბუქი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები. ამას ნაბახუსევი ჰქვია. იგი ორგანიზმის რეაქციაა. ასეთ დროს მას სითხე არ ჰყოფნის, ვინაიდან ადამიანი ალკოჰოლის მიღებისას ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს. ეს დეჰიდრატაციას - გაუწყლოვანებას იწვევს.

ღვიძლი ვერ ასწრებს ჭარბი რაოდენობით მიღებული ეთილის სპირტის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ნახშირმჟავის აირად გადამუშავებას, ამიტომ სისხლში რჩება ამ რეაქციის შუალედური ნივთიერება — აცეტალდეჰიდი.
აცეტალდეჰიდი სპირტზე ტოქსიკურია და შესაბამისად იწვევს ორგანიზმში რიგ დისკომფორტს. ტვინი ტკივილის სიმპტომებით მოწამვლის შესახებ სიგნალებს აგზავნის და შედეგად ვიღებთ ნაბახუსევ მდგომარეობასა და მის სიმპტომებს.
სინდრომი ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თვალების ჩაწითლება, პულსის გახშირება, მაღალი არტერიული წნევა, ოფლიანობა, ტკივილი გულის არეში, სხეულის კანკალი, სისუსტე და სხვა. ზოგიერთს ეწყება მუცლის ტკივილი, ეკარგება მადა, აქვს გულის რევის შეგრძნება, პირღებინება, კუჭის აშლა.

ნაბახუსევისგან თავის დასაღწევად ორგანიზმი აუცილებლად უნდა შევავსოთ სითხით, განსაკუთრებით კარგი კი ამ დროს ცხელი წვიანის მირთმევაა.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST