ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა განსახილველად აიღოს იმ შუამავალი კლინიკების საქმე, რომლებიც კურირებენ საქართველოდან პაციენტების უცხოეთში გადინებას სამკურნალოდ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტთა და მედმუშაკთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ მიერ შეჯერებული სტატისტიკური მონაცემებით, ქართველი პაციენტების მიმართვიანობა (2016-2017 წლებში) თურქეთში გაზრდილია 2,3 %-ით, გერმანიაში 1.1 %-ით, საფრანგეთში სტაბილურად იგივე რჩება და ისრაელში შემცირებულია 9%-ით.
პარალელურად, საქართველოს პროკურატურაში შესულია რამდენიმე საჩივარი უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტების (ან მათი პატრონების) ხელმოწერით, რომლებიც როგორც იქ გაწეული სამედიცინო ხარისხით, ისე ფინანსური მაქინაციებით არიან დაზარალებული.
ამ საკითხთან დაკავშირებით „პაციენტთა და მედმუშაკთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნანა სანაია საუბრობს:
- რამდენად დიდია საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რაოდენობა?
- უცხოეთში მიმავალი პაციენტების რაოდენობა სისტემატურად იზრდება. ძირითადად მიმართვიანობის მიზეზი კონსულტაცია შემდგომი კვლევებისა თუ პროცედურებისთვის. ანუ თავად ეს მოვლენა სულ უფრო მასობრივი ხდება. თვლიან, რომ უცხოეთის კლინიკებში ბევრად მაღალი ხარისხია.
- საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და თან სადაზღვეო პაკეტები არ მოიცავს ამ ხარჯების ანაზღაურებას?
- მოდით, ასე გეტყვით. მარტო განვითარებული და სრულად აღჭურვილი საავადმყოფოები ვერ შეამცირებენ პაციენტების გადინებას ქვეყნიდან. ხშირად, შესაძლებელია საკმაოდ კონკურენტულ ფასად უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება იგივე ქართულ კლინიკებში. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ლოკალური მედიცინის მიმართ ნდობის აღდგენა.
- ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ძირითადად რომელ ქვეყნებში მიემგზავრებიან?
- ამ ეტაპზე, თურქეთი პირველია, სადაც პაციენტების უმრავლესობა მიდის. თუმცა, ეს ბაზარი სწრაფად იცვლება. ხვალ რა იქნება, არ ვიცით. ადრე ისრაელი იყო, მაგრამ ისრაელმა პოზიციები დაკარგა. საფრანგეთი და გერმანია სტაბილურად მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.
- თქვენ ახსენეთ, ნდობის აღდგენაო! ანუ ქართველ პაციენტებს ქართველი ექიმის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული?
- იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჯანდაცვაში ისეთი მენეჯმენტი მოვა, რომელიც ჩათვლის, რომ ამ სფეროს განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. მაგალითად, აზერბაიჯანი ინვესტიციებს აქტიურად დებს საქართველოში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, აზერბაიჯანელი პაციენტები, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში ჩამოდიან, აქ აღარ ჩამოვლენ.
თავისი აზრი ამ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს პროფ. გია ნემსაძეს:
- შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. არავითარი უპირატესობა, არავითარი უკეთესი აღჭურვილობა, არავითარი მეტი გონებრივი პოტენციალი იგივე იმ თურქეთში არ დევს. არც მტერიალურ ტრექნიკური ბაზა აქვთ ჩვენზე უკეთესი და არც ექიმები ექიმები ჰყავთ გამორჩეული. რაც არის იქ, ის არის აქაც.
- მაშინ განსხვავება რაშია?
- განსხვავება არის მატრაკვეცობაში. საერთოდ რაც უფრო ნაკლები გაქვს ტვინი, მით უფრო მეტ ფულს იხდი.
- იქნებ მიზეზი ის არის, რომ საქართველოში პაციენტთა უმეტესობას ოპერაციას ურჩევენ?
- მე სხვის მაგივრად ვერ ვილაპარკებ და ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, ჩვენს ინსტიტუტში 40 000-მდე პაციენტი რეგისტრირდება წლის განმავლობაში. აქედან, ოპერაცია უკეთდება დაახლოებით ორი ათასამდე.
- ასევე, ქირურგიული ჩარევის დროს, იგივე საზღვარგარეთ ძირითადად გამოიყენება ლაპარაკოსკოპია, რასაც უპირატესობას ანიჭებენ ქართველი პაციენტები ?
- ვერ დაგეთანხმებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ონკოლოგიაში ოპერაციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ღია წესით. ონკოქირურგიაში ლაპარასკოპიის ან სხვა ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენება არის ელემენტალური უპასუხისმგებლობა და საქმისადმი დაუდევარი მიდგომა. შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის დროს ლაპარასკოპია იყოს ეფექტური, მაგრამ, სიმსივნეების დროს ქირურგის ხელებს არ უნდა დაუკარგო ფუნქცია. დღესაც მიღებულია ყველა სფეროში „ჰანდ მადე”, ჩვენ კი, რატომღაც, ვცდილობთ, ეს ნაწილი განვდევნოთ ქირურგიიდან.
GEODOC-ი ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწეს, თამარ ჩიბურდანიძეს ესაუბრება:
- ერთის მხრივ, მილიონები იყრება ჯანდაცვის პროგრამებში, ახალ-ახალი კლინიკები იხსნება და პარალელურად, პაციენტების გადინება საზღვარგარეთ ის კლინიკებში იზრდება?
- ძალიან რთული თემაა. ერთის მხრივ სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული პაციენტები, რომლებიც სახლებს ყიდიან, რომ თავიანთ ოჯახის წევრს საზრვარგარეთ აღმოუჩინონ დახმარება. მეორეს მხრივ, საქართველოს ჯანდაცვა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაზარდოს. იცით რა, მე ვთვლი, რომ ამის კომპლექსური გადაწყვეტაა საჭირო. პირველ რიგში, ოფიციალურ სტატისტიკა უნდა ამოვიღოთ, თუ არსებობს ასეთი...