უკმაყოფილო პაციენტების არმია და ციხეში წასული ექიმები

უკმაყოფილო პაციენტების არმია და ციხეში წასული ექიმები

ბოლო წლებში, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად მოიმატა უკმაყოფილი პაციენტების რიცხვმა, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფომ მათ საქმეს არაჯეროვანი ყურადღება დაუთმო და არ დაიცვა მათი ინეტერესები. მეორეს მხრივ, ციხეში უსამრთლოდ წასული ექიმები და შეშინებული სამედიცინო სექტორი. რა არის ამის მიზეზი?  ამ საკითხთან დაკავშირებით  „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ“ და „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციამ“ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

სალომე ლოლუა („ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარ):

-  ნებისმიერი მომსახურების ხარისხის გაწევისას აუცილებელია მისი შეფასების მექანიზმი. დღევანდელ ჯანდაცვის სისტემას ამ მხრივ დიდი პრობლემა აქვს. ერთ მხარეს გვყავს, როგორც უკვე მოგახსენეთ, უკმაყოფილო პაციენტები, ხოლო მეორე მხარეს ციხეში უსამართლოდ წასული, დაუცველი და შეშინებული ექიმები. ამ ვითარების გამოსწორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის სწორი შეფასება. პროფესიონალური ექსპერტიზა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან.

მაგალითისთვის მოგიყვანთ, ქირურგ კოდმანის პრაქტიკას, რომელმაც, შექმნა საკუთარი კლინიკა - „საბოლოო შედეგების ჰოსპიტალი”. კოდმანმა მოგვიანებით თავისი პაციენტების მკურნალობის შედეგები წიგნად გამოაქვეყნა და მას უწოდა „ჰოსპიტალის მუშაობის ეფექტურობის შესწავლა”. ნაშრომი ეხებოდა 1911-1916 წწ-ში კლინიკიდან გაწერილ 337 პაციენტს. ამავე წიგნში კოდმანმა აღწერა და გამოაქვეყნა 123 საექიმო შეცდომა, და ესენი იყვნენ მისი ჰოსპიტალის ექიმები. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არც ერთი საექიმო შეცდომა არ იქნას დამალული, სწორედ გამოკვლეული და ექსპერტების მიერ შეფასებული. სწორედ კოდმანს ეკუთვნის გადატრიალება ამერიკის ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის სფეროში.
ასე და ამრიგად, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის პროფესიონალური შეფასება არის საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა. მეტიც, ამის გარეშე არანაირი მომავალი ჯანდაცვას არ აქვს. ევროპაში ეს მისია ანუ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უზრუნველყოფს.

ნანა სანაია (პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე):

 - სამედიცინო სერვისის ხარისხი გაწერილია ეროვნულ პროტოკოლებში, ე.წ. გაიდლაინებში, რომელსაც პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის დროს მიყვება ექიმი. მაგრამ, ამას უკვე აფასებს ექსპერტი, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული საჩივარი შევიდა სამინისტროში. მცირე ექსკურსს ჩაგიტარებთ, თუ ვინ ახდენდა აქამდე საქართველოში პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებას. 2013 -დან 2017 წლებში ამას აკეთებდა სამედიცინო ასოციაციების გაერთინება. 2018 წელს გაერთიანებამ უარი განცხადა ამ მომსახურების გაწევაზე და 2018 წლიდან შეფასებას ახდენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
სხვათაშორის, როდესაც ჩვენ დავინტერესდით, 2018 წელს რა გახდა გაერთიანების მიერ ტენდერში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზები, გამოვარკვიეთ რომ... წაგიკითხავთ, თუ შეიძლება.:
განხორციელებული რეცენზირების რაოდენობა საგრძნობლად აღემატებოდა ასოციაციების გაერთიანების მიერ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას: კერძოდ, 2017 წლის მანძილზე შესრულდა 407 რეცენზია ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 200-ისა. მიზერული ფინანსური ანაზღაურება, ზოგადად პროგრამის ფინანსური დეფიციტურობა, კერძოდ, რეცენზირებიდან მიღებული ჯამური თანხები არ იყო საკმარისი პროგრამის მინიმალური მენეჯმენტის დასაფინანსებლადაც. ჯამურად, ორ წელიწადში (2016 და 2017) დეფიციტმა შეადგინა 25 000 ლარზე მეტი, ეს კი ჩათვალეთ, რომ არაფერია, როდესაც ექსპერტების მიერ პაციენტისთვის გაწეულ მომსახურების ხარისხს სწავლობ. ამას გარდა, მოწოდებული სამედიცინო დოკუმენტაციაში კონფიდენციალობა დარღვეული იყო. არ იყო დაფარული კლინიკისა და ექიმის მონაცემები. სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდება არ ხდებოდა ელექტრონულად, იგი მიჰქონდა გაერთიანებას და არიგებდა საკუთარი ხარჯებით.
დღეს, რიგი ამ ხარვეზებისა აღმოფხვრილია და იმედს ვიტოვებთ, რომ 2021 წელს, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შეფასება ბევრად პროფესიონალურად მოხდება და არ მოგვცემს ისეთ სავალალო შედეგებს, როგორიც ბოლო რანოდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა. 

გაზიარება
კომენტარები
POST
POST