ქართველ ინვალიდ ბავშთა გარდაცვალების და მათზე სექსუალური ძალადობის ფაქტები

ქართველ ინვალიდ ბავშთა გარდაცვალების და მათზე სექსუალური ძალადობის ფაქტები

ის რომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პანსიონატებში ბავშვები კვდებიან და ერთმანეთზე სექსუალურად ძალადობენ არასრულწლოვნები, სწორედ ამის ოფიციალურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ამჯერად.

დაწესებულებების ჩამონათვალი ასეთია:

1. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი – 58 ბენეფიციარი
2. კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი- – 28 ბენეფიციარი .
3. ზევრის შშმ პირთა პანსიონატი – 64 ბენეფიციარი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი,
4. დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი – 43 ბენეფიციარი (სოფ. პირმისაანთკარი,);
5. მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი – 69 ბენეფიციარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე და 116–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო რამდენიმე ფაქტის გამოძიება: კერძოდ, 28 ნოემბერს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მ. ქ. – ს (სისხლის სამართლის საქმის N007281115002), 22 დეკემბერს მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში გ. მ. – ს (სისხლის სამართლის საქმის N021221215001), ხოლო 2016 წლის 4 თებერვალს დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში ი. გ. – ს (სისხლის სამართლის საქმის N025040216002) გარდაცვალების ფაქტებზე.

გამოძიება დაიწყო იმ მიზეზით, რომ ეს ბავშვები სავარაუდოდ თავისი სიკვდილით არ გარდაცვლილან.
სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული ფაქტების შესწავლა. აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ განახორციელეს ვიზიტები ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში. ასევე, ოფიციალური კორესპონდენციით იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

და რა გონიათ, რა მიიღო სახალხო დამცველის აპარატმა პასუხად?! ის, რომ ეს საქმეები არ არის გამოძიებული.
ჩავხედოთ ომბუდსმენის ანგარიშს:

„აღნიშნული სისლხის სამართლის საქმეების გამოძიება არაეფექტური და გაჭიანურებულია. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მ. ქ. – ს, ხოლო მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში გ. მ. – ს (სისხლის სამართლის საქმის N021221215001) გარდაცვალების საქმეებზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სისხლისამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ არ დაწყებულა. დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში ი. გ. – ს (სისხლის სამართლის საქმის N025040216002) გარდაცვალების საქმეზე კი გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.“

მონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს, რომ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში ბენეფიციარ ი.გ.–ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სერიოზული რეაგირება არცერთმა სახელმწიფო უწყებამ არ განახორციელა. რა მიზეზით მოკვდა ბავშვი, დღემდე უცნობია. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ ოთხ შემთხვევაზე.

კოჯრის შშმ პირთა პანსიონატში ექსპერტების მიერ ბენეფიციართა ჯგუფების შემოვლის დროს დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ეტლით მოსარგებლე და მეტყველების არმქონე გოგონას აღმზრდელი სახეზე ხელს აფარებდა ტუჩ-კბილის მიდამოზე ხელის მკვეთრი მოჭერით. ექსპეტების შეშფოთებაზე, ბავშვი ასე დაიხრჩობა ქალბატონო, ეს ამ უკანასკნლემა უპასუხა, რომ იგი ამით გამოხატავდა „მოფერებას და სიყვარულს“ მის მიმართ. ამავდროულად, აცხადებდა, რომ გოგონას ეს სიამოვნებდა. თუმცა, ბენეფიციარის სახეზე უსიამოვნო შეგრძნების გამომხატველი ემოცია იკითხებოდა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ აღმზრდელი ვერც კი აცნობიერებდა, რომ ბენეფიციარს უხეშად ეპყრობოდა და ფაქტობრივად, ძალადობდა მასზე. აღნიშნული აღმზრდელის კვალიფიკაციის დაბალ დონეზე მიუთითებს.

ძევრის შშმ პირთა პანსიონატის მომვლელის რ.ვ.–ს მიერ დაწესებულების ერთ–ერთ ბენეფიციარზე განხორციელდა ძალადობის ფაქტი. მიღებული ინფორმაციის თანახმად შემთხვევა 2016 წლის 29 ივლისს, პანსიონატის გარეთ, ქ. თერჯოლაში მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც ბენეფიციარი გარკვეული სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადაჰყავდათ ამბულატორიულ დაწესებულებაში, ხოლო მისი რთული ქცევის მართვის მიზნით თანმხლებმა მომვლელმა გამოიყენა ძალადობრივი მეთოდები. სცემა ანუ!

დუშეთის ფილიალის ოთხი ბენეფიციარის ურთიერთძალადობის დროს ერთ-ერთი ბენეფიციარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. მომხდარ ფაქტს პერსონალი ,,კონფლიქტად“ აფასებს და შესაბამის ჟურნალში არ მიუთითებს, რა ღონისძიებები გატარდა მისი მოგვარების მიზნით. ჩანაწერების მიხედვით, ცოტა
მოგვიანებით აღნიშნულმა უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა, კონფლიქტში სხვა ბენეფიციარებიც ჩაერთნენ და მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სოფლის გზა გადაკეტეს. ჩანაწერებიდან არ ირკვევა პროტესტის მიზეზი და შედეგები. იმავე რიცხვში დაფიქსირდა ორ ბენეფიციარს შორის ურთიერთ ძალადობის ფაქტი – „მოხდა კონფლიქტი და კალიასკებით შეხლა-შემოხლა“. მსგავსი ფაქტები ფიქსირდება მომდევნო დღეებშიც, საბოლოო ჯამში მოხდა პატრულის გამოძახება.

ამავე დაწესებულებაში ერთ–ერთმა ბენეფიციარმა დამლაგებელი სცემა, რის გამოც დამლაგებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დუშეთის ფილიალში იკვეთება ბენეფიციართა ცალკეულ ჯგუფებს შორის სისტემატური დაპირისპირება. ინტერვიუს დროს ისინი ერთმანეთს სალანძღავი და მუქარის შემცველი სიტყვებით მოიხსენიებენ, იყენებენ გამოთქმებს: ,,ერთმანეთი სცემეს,“ ,,ერთმანეთს თავების დაჭრით ემუქრებოდნენ,“ ,,ყელში უჭერდა ხელს და ძლივს გააგდებინეს“ და სხვა. ბენეფიციარები საკუთარ ფეთქებად ხასიათს არ მალავენ და შესაბამისად, არ გამორიცხავენ მორიგი კონფლიქტის შემთხვევაში მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების (მათ შორის დანების) გამოყენებას.
ბენეფიციარების ინტერვიურებით დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში გამოვლინდა ძალადობის მთელი რიგი შემთხვევები, რასაც სავარაუდოდ სისტემატიური ხასიათი აქვს, კერძოდ, ერთ–ერთი ბენეფიციარი, რომელიც თავს მიიჩნევს სხვებთან შედარებით მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონედ და ,,მასზე დაბლა მდგომთა’’ – რომლებმაც ,,წერა-კითხვა და ანგარიშიც კი არ იციან“, აცხადებს, რომ ის მათი უფლებების დასაცავად ,,შიშველი შიმშილობდა“, პირი ამოიკერა, ,,მუცელი გადაიფატრა’’ და ა.შ, სანაცვლოდ კი, არ ითხოვს წილს, მაგრამ თუ ვინმე თავისი პენსიიდან რაღაც თანხას მიცემს, უარს არ ეტყვის. იგივე ბენეფიციარი არ მალავს იმ ფაქტს და ამავე დროს ბრაზობს, რომ მას ,,სექსუალური მოძალადის“ იარლიყი მიაკერეს, მაგრამ არ უარყოფს ბენეფიციარებთან სექსუალურ კავშირებს. მონიტორინგის დროს ბენეფიციარებთან და პერსონალთან გასაუბრების შედეგად, სექსუალური კავშირის კონკრეტული ფაქტები არ გამოვლინდა, თუმცა, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მონიტორინგს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST