სასწრაფო დახმარების ბრიგადები 2018 წლიდან პარამედიკოსებით დაკომპლეტდება

სასწრაფო დახმარების ბრიგადები 2018 წლიდან პარამედიკოსებით დაკომპლეტდება

პარამედიკოსი ნიშნავს მაღალპრიორიტეტულ გამოძახებებზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებულ სპეციალისტს. საქართველოში პირველად, პარამედიკოსთა მომზადებას უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი მოკიდევს ხელს. გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების შემდეგ, პრაქტიკულ კურსს თვე-ნახევრის განმავლობაში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან. პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემდგომი ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პირველი ნაკადის გადამზადება 2018 წელს დასრულდება.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST