არასაკმარისი განათება მეხსიერებაზე ზემოქმედებს

არასაკმარისი განათება მეხსიერებაზე ზემოქმედებს

ოთახში, სადაც არასაკმარისი განათებაა, ტვინის სტრუქტურა იცვლება, რის გამოც, დამახსოვრებისა და შესწავლის უნარი ქვეითდება.

კვლევის თანახმად, რომელიც ვირთხებზე ჩატარდა, სუსტი განათების დროს გამო იმ ქიმიკალის რაოდენობა მცირდება, რომელიც ჯანმრთელი ტვინისთვის მნიშვნელოვანია. ცდის ობიექტებს 4 კვირაში მნიშვნელოვნად დაუსუსტდათ სწავლის უნარი და მეხსიერება.
როგორც  მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარები განმარტავენ, მღრღნელებმა ჰიპოკამპუსის მოცულობის 30% დაკარგეს, საუბარია სტრუქტურაზე, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერების, სწავლისა და ემოციების რეგულირებაზე.

დღის სინათლეზე დაბრუნებისა, ვირთხების ვირთხების ტვინის მოცულობა და დაკისრებული დავალების შესრულების უნარი აღდგა.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST