როგორ ახერხებენ ქირურგები საათობით ფეხზე დგომას ოპერირებისას?!

როგორ ახერხებენ ქირურგები საათობით ფეხზე დგომას ოპერირებისას?!

ორგანოთა ტრანსპლანტაციის ქირურგებს აქვთ უნარი, რომელზეც შეგვიძლია ვიოცნებოთ.

წარმოიდგინეთ, ისინი ახერხებენ რამდენიმე საათით ერთ საკითხზე კონცენტრირდნენ. მაგალითად, ღვიძლის გადანერგვის ქირურგიული ოპერაცია გრძელდება 8–დან 10 საათამდე. მთელი ეს დრო ქირურგები ფეხზე დგანან, სააბაზანოსთვის ან ძალის აღსადგენად მცირე დროით ისვენებენ. გამოძახებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ და ჩაატარონ ოპერაცია მაშინვე, როცა ორგანო მზად იქნება.

ნიუ–იორკში მდებარე საავადმყოფოს Montefiore Einstein Center ქირურგები საუბრობენ გარკვეულ სტრატეგიაზე, რომელსაც მიმართავენ ხანგრძლივ ქირურგიულ პროცედურამდე. ერთ–ერთი მნიშვნელოვანია კომფორტული ფეხსაცმელები.

კლინიკის ერთ–ერთ ექიმს, მილან კინხაბვალას მუსიკის მოსმენა უყვარს და აცხადებს, რომ 14 საათის განმავლობაში მუშაობისას სასიამოვნო ნოსტალგიური მელოდიები სტრესთან ბრძოლაში ეხმარება – დაღლილობას ამ გზით ებრძვის. ამბობს, რომ მის მიერ შერჩეული მუსიკა ქირურგიულ ჯგუფსაც ძალიან მოსწონს.

ერთ–ერთი ქირურგი, ჯეი გრეჰემი აცხადებს, რომ ზოგჯერ ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ ზურგისა და კისრის ტკივილი აწუხებს და ამ პრობლემას იოგით ებრძვის. საკუთარი გამოცდილებით მკითხველს ურჩევს, რომ ჯანსაღი კვების რაციონით იკვებონ და ფიზიკურ აქტივობაზე უარს ნუ იტყვიან. გრეჰემი ვეგანურ დიეტას იცავს და დარბის. სწორედ ამის წყალობით ახერხებს, რომ მუდამ ფორმაში იყოს და ოპერაციისთვის ძალა აღიდგინოს.

ცნობისათვის, ქირურგის საყვარელი ფეხსაცმელი ბოტასია.

44 წლის სარა ბელემარე ოპერაციამდე არ მიირთმევს ლანჩს და ცდილობს, მცირე რაოდენობის წყალი დალიოს.

„პაციენტები სიცოცხლეს ჩვენს ხელებს ანდობენ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ“, – აცხადებს იგი.

ჯუან როკა ხანგრძლივი ოპერაციისთვის სტანდარტული მეთოდით ემზადება – ყავას სვამს. ესპრესოს წყალობით მუდამ ფორმაშია და პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს, კვლევისას დადგინდა, რომ ქირურგებში სტრესისა და „გადაწვის“ დონე მაღალია. მეცნიერები დარდობენ, რომ რთული სამუშაო გრაფიკისა და დიდი პასუხისმგებლობის გამო თითქმის ყველა ექიმი დგას დეპრესიის რისკის ქვეშ.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST