რა სერვისები მოქმედებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის

რა სერვისები მოქმედებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის

საქართველო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახროციელებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც დაიწყო 2012 წლის ზაფხულში, სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით.
2014 წლის გაზაფხულიდან პროგრამა სრულად ფინანსდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებას: ბავშვების ინდეტიფიცირებას, დოკუმენტების მოწესრიგებას, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცას, სამედიცინო დახმარებას, განათლების სისტემაში ჩართვას, სხვადასხვა სახის არაფორმალურ საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში ჩართვას, ოჯახის გაძლიერება და 24 საათიანი თავშესაფრი.
სერვისები მოქმედებს თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. დღემდე პროგრამაში ჩაერთო 500-ზე მეტი ბავშვი.
პარალელურად, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების უფლებების უკეთესად დაცვის მიზნით პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST