როგორ მოვიქცეთ, რომ საახალწლო სუფრების შემდეგ არ მოვიმატოთ?

როგორ მოვიქცეთ, რომ საახალწლო სუფრების შემდეგ არ მოვიმატოთ?

ბირმინგემისა და ლაფბოროს (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების მკვლევარებმა ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელშიც 272 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა შეიმუშავეს 10 რეკომენდაცია - როგორ შევინარჩუნოთ წონა სადღესასწაულო პერიოდში?

მეცნიერების შეფასებით, მხოლოდ ახალი წლის ღამეს ადამიანი საშუალოდ, 6000 კალორიას იღებს, რაც დღიურ ნორმაზე 6-ჯერ მეტია. ამასთან ახალი წლის დღეებში მომატებული წონის დაკლება ადვილი არ გახლავთ.
ექსპერიმენტის პირველი ეტაპი 2016-2017 წლებში მიმდინარეობდა, მეორე კი 2017-2018 წლებში. მონაწილეები ორ ჯგუფად გაანაწილეს. პირველი ჯგუფის წევრები წონას ყოველდღიურად აკონტროლებდნენ და მონაცემებს იწერდნენ. დიეტოლოგები მათ ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობების რეკომენდაციებს აძლევდნენ. მათ ზუსტად იცოდნენ რამდენ კალორიას შეიცავდა ესა თუ ის კერძო და რა დრო იყო საჭირო მათ დასაწვავად.
მეორე ჯგუფის წევრებს მხოლოდ მოკლე ბროშურა მისცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებლობის შესახებ, რომელშიც რეკომენდაციები არ შედიოდა.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ პირველი ჯგუფის წევრებს ზედმეტი წონა არ აღმოაჩნდათ. ისინი მეორე ჯგუფში შემავალ „კოლეგებზე“ საშუალოდ, ნახევარი კგ-ით ნაკლებს იწონიდნენ.
„ადამიანი ყოველწლიურად საშუალოდ, 1 კგ. იმატებს. ისეთი დღესასწაული კი, როგორიცაა ახალი წელი, ამ ტენდენციას უფრო აღრმავებს. თითქოს უმნიშვნელო წონის მატებამ 10 წლის შემდეგ სერიოზულ პრობლემასთან შეიძლება მიგვიყვანოს. ფაქტი სახეზეა - 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 603,7 მილიონი ადამიანი ზედმეტი წონისგან იტანჯება“ - ამბობს ექსპერიმენტის ავტორი ამანდა დეილი.
ექსპერიმენტის შედეგების გათვალისწინებით, მეცნიერებმა შეადგინეს 10 უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ახალი წლის დღესასწაულზე ზედმეტი კილოგრამები არ „აკრიფოთ“.
დიეტოლოგების აზრით, სასურველია გარკვეული რეჟიმი შეიმუშავოთ ანუ საკვები დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. კარგი იქნება თუ უპირატესობას უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიან პროდუქტებს მიანიჭებთ და რაციონიდან შაქარს ამოიღებთ.
საახალწლო არდადეგების დროს სასარგებლოა ფიზიკური აქტივობები და ფეხით დიდი მანძილის გავლა.

თუ სადღესასწაულო სუფრასთან ხანგძლივად ყოფნა გიწევთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველ 1 საათში 10 წუთით ადგეთ და ცოტა გაიაროთ.
სუფრაზე უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ სასმელს, რომელიც შაქარს არ შეიცავს და დღეში 200 მლ-ზე მეტს ნუ მიირთმევთ.
მაღალი კალორიულობის გამო თქვენს ფიგურას საფრთხე შეიძლება ალკოჰოლმაც შეუქმნას, ამიტომ გირჩევთ 100 მლ-ზე მეტ ღვინოს და 30 მლ-ზე მეტ სპირტიან სასმელს ნუ მიიღებთ.
მოერიდეთ ტელევიზორის წინ ან სიარულის დროს ჭამას და ეცადეთ, ყოველდღიურად, 400 გრამამდე ხილი ან ბოსტნეული მიიღოთ.. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST