ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ოპერაციად - 34 კვირის ორსულისთვის ოპერაციის ჩატარება შეიძლება ჩაითვალოს. ექიმებმა Helsicore - ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პაციენტს კარდიოლოგიური ოპერაცია და საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ქალბატონს აღმავალი აორტის და აორტის სარქველის სასწრაფო პროთეზირება ესაჭიროებოდა, თუმცა მანამდე ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით უნდა დასრულებულიყო. პაციენტი ღუდუშაურის კლინიკიდან მეან-გინეკოლოგთა და ნეონატოლოგთა გუნდის თანხლებით კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე ორი კლინიკის - „ჰელსიკორის“ და „ღუდუშაურის“ სპეციალისტთა გუნდმა უმოკლეს დროში დასვა დიაგნოზი და ოპერაცია წარმატებით დაასრულა. ურთულესი ოპერაცია 11 საათს გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა. ქართული მედიცინის ისტორიაში უნიკალური ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.