საქართველოში საკეისრო კვეთები 20%-ით არის მომატებული

საქართველოში საკეისრო კვეთები 20%-ით არის მომატებული

საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა, ბოლოს სამი წლის მანძილზე კი, შეიძლება ითქვას, მაქსიმუმს მიაღწია.  ამ თემაზე თბილისში, ორიოდე წლის წინ, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ კონფერენციაც კი  გაიმართა, რომელსაც 19 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.  ბევრი იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა გზებით არის შესაძლებელი არასამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთების რიცხვის შემცირება ევროპის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში. მას მერე, დიდად მდგომარეობა არ შეცვლილა.

კვლევებმა აჩვენა, რომ 2000-2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში კი ეს რიცხვი 50%-ს აღწევს.

„მილიონობით ქალი მთელს მსოფლიოში, საკუთარ თავს და მათ შვილებს რისკის ქვეშ აყენებენ, როდესაც საკეისრო კვეთას სამედიცინო ჩვენების გარეშე იტარებენ“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის, სქესობრივი, რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა.

ექსპერტების განცხადებით, მშობიარობის გართულებების შემთხვევაში, საკეისრო კვეთა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, მაგრამ როდესაც პოპულაციური დონეზე საკეისროს მაჩვენებლი აღემატება 10%-ს, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რომ ოპერაციული ჩარევა ამცირებს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობას. პირიქით საკეისრო კვეთის ჩატარება რეკომენდირებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში. არასაჭირო საკეისრო კვეთამ მომავალი ორსულობისთვისაც შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოიტანოს, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს ყელის რღვევა, პათოლოგიური პლაცენტა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და საშვილოსნოს ამოკვეთის საჭიროებაც კი დადგეს. რაც შეეხება ბავშვებს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში ხშირად ახალშობილებს ინტენსიური მოვლის საჭიროება უჩნდებათ. ასევე დიდი რისკია ასთმისა და სიმუქნის განვითარების. გარდა ამისა, არასამედიცინო ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთა, ჯანდაცვის სისტემისთვის არის დამატებითი ფინანსური ბარიერი.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST