„დაბეჭდილი“ საკვერცხეები დაკარგული შვილოსნობის აღსადგენად

„დაბეჭდილი“ საკვერცხეები დაკარგული შვილოსნობის აღსადგენად

ამ პროექტის მთავარი მიზანი დაკარგული ფერტილობისა და ჯანსაღი ენდოკრინული სისტემის დაბრუნება გახლავთ კიბოსგან განკურნებული ახალგაზრდა პაციენტებისთვის, რომლებიც კიბოს მკურნალობისას სტერილურები გახდნენ.
საუბარია 3-D რეჟიმში დაბეჭდილ ორგანოებზე, რომლებიც კიბოსგან განკურნებულებს შვილის ყოლაში დაეხმარება.
ნორსვესტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თაგვების საკვერცხეები 3-D ორგანოთი ჩაანაცვლეს, რის შედეგადაც, სტერილური თაგვები ნაყოფიერნი გახდნენ. მკვლევარებმა ბიოპროთეზული საკვერცხის დასამზადებლად ჟელატინი გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ თაგვების შემდეგ, ლაბორატორია კვლევას ღორებზეც ჩაატარებს.
ამ პროექტის მთავარი მიზანი დაკარგული ფერტილობისა და ჯანსაღი ენდოკრინული სისტემის დაბრუნება გახლავთ კიბოსგან განკურნებული ახალგაზრდა პაციენტებისთვის, რომლებიც კიბოს მკურნალობისას სტერილურები გახდნენ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, მონიკა ლარონდას განცხადებით, სიმსივნური პაციენტების საკვერცხეები, მკურნალობის შემდეგ ისე კარგად აღარ ფუნქციონირებენ, როგორც მანამდე.
„ჩვენ ვზრუნავთ ქალებისთვის ჯანსაღი საკვერცხეების დაბრუნებას და რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას“, - აცხადებს პროექტის ავტორი მონიკა ლარონდა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST