ქართულ შეიარაღებულ ძალებს „სქესობრივად“ შეამოწმებენ

ქართულ შეიარაღებულ ძალებს „სქესობრივად“ შეამოწმებენ

მალე სამი წელი გახდება, რაც კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების კვლევის სამედიცინო ლაბორატორია მოქმედებს. ლაბორატორია ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი” ინიციატივით შეიქმნა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, შემოწმებას გაივლიან აღნიშნულ ლაბორატორიაში, როგორც სამშვიდობო მისიებში გამგზავრებამდე, ასევე სამშობლოში დაბრუნების შემდგომ.

აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ პოლ რაილის განაცხადებით, „ამგვარი პრაქტიკა ნატოს წევრ ქვეყნებში დიდი ხანია რაც დაინერგა და კარგია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც მოხდა აღნიშნული ლაბორატორიის გახსნა, რომელიც იზრუნებს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობაზე”.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST