„13 საათი ველოდე სასწრაფოს, მოვიდნენ და აქეთ გამლანძღეს“

„13 საათი ველოდე სასწრაფოს, მოვიდნენ და აქეთ გამლანძღეს“

სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობა ხშირად ხდება უკმაყოფილებისა და კრიტიკის საფუძველი. სასწრაფოს ექიმებს დაგვიანებაში, უყურადღებობაში და ზოგჯერ, არაკომპეტენტურობაშიც სდებენ ბრალს. სოციალური ქსელის მომხმარებელი შორენა ტყემალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ორიოდე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:

„მეგობრებო, ეს რომ არ დამეწერა, არ შემეძლო. ძალიან მახველებს, უკვე ქრონიკულში გადამივიდა და გუშინ დღის ორ საათზე გამოვიძახე სასწრაფო. ის ის იყო, რომ ძლივს ჩამეძინა წამლებით გაჟღენთილს და ღამის სამ საათზე მირეკავს 112 სასწრაფო მოვიდა და გახედეო. შემოვიდნენ ექიმები, გამსინჯეს და ანთება გაქ მარჯვენა ფილტშვი და საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთო, რაზეც უარი განვაცხადე. თავად ვიმკურნალებ, ხვალ წავალ კლინიკაში თქო. ექიმმა გამლანძღა, თუ საავადმყოფოში არ მოგვყვებოდი, ჩვენ რაღას გვიძახებდი, თავად წასულიყავი კლინიკაშიო. აი, ასეთი რაღაც ხდება 21საუკუნეში დედაქალაქში 13 საათი ელოდები სასწრაფოს მოვლენ და აქეთ გლანძღავენ“ - წერს შორენა ტყემალაძე.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST