მამაკაცი სამი სახით - პირველი წარმატებული სახის ტრანსპლანტაცია

მამაკაცი სამი სახით - პირველი წარმატებული სახის ტრანსპლანტაცია

საფრანგეთში მამაკაცს სახე მეორედ გადაუნერგეს. ფრანგ ჟერომ ჰამონს ნეიროფიბრომატოზის გამო 2010 წელს სახის გადანერგვა დასჭირდა. სახის პირველი ტრანსპლანტი მან 63 წლის დონორისგან მიიღო. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. გადანერგვის პროცედურა პარიზში, ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში, ექიმმა ლანტიერმა ჩაუტარა.
ორგანოების ტრანსპლანტაციის ხშირად წარუმატებლობით სრულდება, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი უცხო სხეულის მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა იმუნოსუპრესიული მედიკამენტები ამ პროცესებს აჩერებს.
2015 წელს ჟერომ ჰამონი გაცივდა, ექიმის მიერ დანიშნულმა ანტიბიოტიკებმა უკურეაქცია გამოიწვია, 2016 წელს იმუნურმა სისტემამ სახის უარყოფა დაიწყო, 2017 წელს კი სახის ქსოვილების კვდომის პროცესი შეუქცევადი გახდა.
როგორც ექიმი ლანტიერი ამბობს, ახალი ტრანსპლანტის მოლოდინში, ჟერომ ჰამონი მოსიარულე მკვდარს გავდა - არ ჰქონდა ყურები, ქუთუთოები, კანი, ცუდად ესმოდა, ვერ ლაპარაკობდა და ვერ ჭამდა.
„თუ კანი არ გაქვთ, ინფექცია შეგეჭრებათ, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვიყავით, რომ მისი სხეული კიდევ უარყოფდა ტრანსპლანტს“, - განაცხადა ლანტერმა.
პირველ რიგში, ჰამონს სხეულში არსებული სისხლის მთელი მარაგის ჩანაცვლება ესაჭიროებოდა. ეს ერთთვიანი პროცედურა იმისთვის იყო საჭირო, რომ პაციენტის სხეულიდან ის ანტისხეულები მოეშორებინათ, რომელიც პოტენციურად ხელს უშლიდა ახალი სახის მიღებას.
სახის ხელმეორე გადანერგვის პროცედურა 2018 წლის 15 იანვარს, ნაშუადღევს დაიწყო და მეორე დღეს, დილით დასრულდა. ოპერაცია იმავე კლინიკაში, იგივე ექიმმა ჩაატარა.
პაციენტის სხეული ახალ სახეს ნელ-ნელა იღებს. ჰამონი დღეს-დღეობით თავს კარგად გრძნობს.
„მამაკაცი სამი სახით“ - ასე მოიხსენიებს ჟერომ ჰამონს ფრანგული მედია.
„მე 43 წლის ვარ, დონორი 22 ის იყო, ასე რომ, 20 წლით გავახალგაზრდავდი“, - ამბობს იგი.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST