სელექციური აბორტი

სელექციური აბორტი

საქართველოში ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და ძლიერი ტრადიციული ზეგავლენის გამო აბორტთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ჩვენს ქვეყანაში სამწუხარო რეალობაა, სელექციურ აბორტთან მიმართებით, ვინაიდან აბორტთა დიდი ნაწილი კეთდება სწორედ ჩანასახის სქესის დადგენის შემდეგ.

სელექციური აბორტების ფენომენი – ეს არის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა.90-იან წლებში, პირველად გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც ორსულობის დროს სქესის დადგენის საშუალებას იძლეოდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახების უმრავლესობას ბიჭი უნდა და თან, არ უნდა ბევრი შვილი. ამიტომაც სასურველი შედეგის მისაღწევად ირჩევენ ავორტს.სქესის მიხედვით სელექციური აბორტები გავლენას ახდენს მოსახლეობაში სქესთა თანაფარდობაზე.  არსებობს განსაზღვრული ბუნებრივი თანაფარდობა -  თუ ქვეყანაში ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობაა 108 ან მეტი ბიჭი მოდის ყოველ 100 გოგონაზე, ითვლება, რომ ქვეყანაში გოგონების სელექციური აბორტების მნიშვნელოვანი პრაქტიკა არსებობს (ხოლო თუ ეს თანაფარდობაა 102-ზე ნაკლები ბიჭი 100 გოგონაზე,  ბიჭების სელექციური აბორტების პრაქტიკასთან გვექნება საქმე)  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 29,6 ათასი აბორტი გაკეთდა, აქედან 19 არასრულწლოვანი, 15 წლამდე ასაკის გოგონები იყვნენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით 1990-2010 წლებში სქესის პრენატალური შერჩევის შედეგად საქართველოში დაბადებამდე 25 000 გოგონას არ მისცეს სიცოცხლის უფლება. ავტორთა ვარაუდით, ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, გაუჩინარებული გოგნების რაოდენობა 2020 წლისთვის 40 ათასს მიაღწევს .2008-2012 წლებში ყოველ 100 გოგოზე 112 ბიჭი იბადებოდა. 2013 წელს - 100/109. კიდევ ერთი მნიშვნელობვანი კვლევა, რომელიც საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას ეხება, კრისტოფ ზ. გილმოტომ მსოფლიო ბანკისა და  UNFPA-ის მხარდაჭერით ჩაატარა.

 ექიმების განმარტებით ხშირი აბორტები ქალის ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. უპირველეს ყოვლისა, მაღალია უშვილობის რისკი; იგი იწვევს ნაადრევ სიბერეს; აბორტების 30% კი ანთებითი პროცესების გამომწვევი მიზეზია.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST