რა წვლილისთვის დააჯილდოვა სერგეენკო პრეზიდენტმა ორდენით

რა წვლილისთვის დააჯილდოვა სერგეენკო პრეზიდენტმა ორდენით

მალე სამი წელი შესრულდება, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავით სერგეენკო ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებასა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

„გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ მთელი სამედიცინო საზოგადოების სახელით და თქვენი ნებართვით მინდა, რომ ეს მაღალი სახელმწიფოებრივი ჯილდო სიმბოლურად გავუნაწილო ყველა იმ ექიმს, ექთანს, ყველა იმ ადამიანს რომლებიც ახლა, ამ წუთებში პაციენტის საწოლთან დგანან ან საოპერაციო მაგიდასთან, ახლა ამ წუთებში მიიჩქარიან ავადმყოფის დასახმარებლად, რადგან მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის მოკრძალებული მიღწევები რაც განხორციელდა ამ ხნის განმავლობაში"-განაცხადა მაშინ დავით სერგეენკომ დაჯილდოვების ცერემონიაზე.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST