2019 წლის „ნობელი“  - ჭრილობის უშრამოდ შეხორცების საშუალება ნაპოვნია

2019 წლის „ნობელი“ - ჭრილობის უშრამოდ შეხორცების საშუალება ნაპოვნია

თავის შრომებში მკვლევარებმა გამოიყენეს ნივთიერება სერიცინი, რომელსაც აბრეშუმის ბოჭკო შეიცავს. მას მერე, რაც ხსენებული ინგრედიენტი მეცნიერებმა აბრეშუმიდან მოიპოვეს, ულტრაიისფერი სხივების და ფოტოინიციატორის საშუალებით, მასში შემავალი  ცილოვანი შემადგენელი  ერთმანეთს დაუკავშირეს.

შედეგად, მათ მიიღეს გელი, რომელიც იდელაურად შეეთვისება უჯრედს და თითქმის არ იწვევს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას. იგი აქრობს  ანთებას და სტიმულირებას უკეთებს ახალი სისხლძარღვების განვითარებას. ამავე დროს, გელი კანის უჯრედების მუშაობას უკეთებს  ისეთ რეგულირებას, რომ დაზიანების ადგილას შრამის მაგივრად წამროიქმნება ახალი კანი. გელი ასევე ხაისათდება ანტისპეტიკური თვისებებით, რომელიც აფერხებს ბაქტერიების ჭრილობაში მოხვედრას, რაც სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, აბრეშუმში შემავალ ცილებს ახასიათებთ ბუნებრივი ბიოაქტიურობა. მეცნიერების განმარტებით, ეს უკავშირდება იმას, რომ აბრეშუმის ამინომჟავების შემადგენლობა მსგავსია ადამიანის კანის ამინომჟავებისა.

მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ფორმულა დღეს-დღეობით ყველაზე ეფექტურია ჭრილობების სამკურალოდ და შრამების პროფილაქტიკისთვის. გამომგონებლები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი საშუალების ბოლომდე შესწავლის  შემდეგ, გელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იქნება მედიცინაში.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST