როგორ განვასხვავოთ თავის ტკივილი და შაკიკი

როგორ განვასხვავოთ თავის ტკივილი და შაკიკი

ყველა თავის ტკივილს ერთნაირი შეგრძნებები არ ახასიათებს. ზოგიერთი მათგანის დროს, შაკიკის მსგავსად, თავის ორივე მხარეს ფეთქვას გრძნობთ. ზოგი სიმპტომი კი, დაძაბულობითა და გადაღლილობით გამოწვეული ტკივილის მსგავსად, კისერთან დაწოლის შეგრძნებას იწვევს და რამდენიმე საათში ქრება.
როგორ გავიგოთ, თუ რა სახის ტკივილს განვიცდით:

თავის სინუსური ტკივილი:

სინუსური თავის ტკივილი სინუსური ინფექციის მსგავს შეგრძნებებს იწვევს.
1. ცხვირი გაჭედილი გაქვთ ან სისველე გაწუხებთ;
2. გადაღლილობის შეგრძნება გაქვთ;
3. შესაძლოა, ლოყებზე, წარბებსა ან შუბლზე „სისავსისა“ და დაწოლის შეგრძნება იგრძნოთ, რომელიც გადახრისა და დაწოლისას ძლიერდება.

თავის დაძაბულობით გამოწვეული ტკივილი:

ის შეიძლება იყოს ქრონიკული, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს ან ეპიზოდურად გამოვლინდეს - მაგალითად 30 წუთის განმავლობაში კვირაში ან 15 დღეში ერთხელ.

სიმპტომები:

1. სკალპი, კისერი და მხრები დასუსტებულია;
2. შუბლზე ან თავის სხვადასხვა მხარეებზე, მათ შორის უკანაც, წნევით დაწოლას გრძნობთ;
3. შესაძლოა თავის ყრუ ტკივილი გქონდეთ;

შაკიკი:

1. წინასწარი შეგრძნება (თავის ტკივილამდე ერთი ან ორი დღით ადრე): ხასიათის ცვლილება, მადის მომატება, კისრის გაშეშება, წყურვილის გაძლიერება, ხშირი მთქნარება;
2. აურა (შეინიშნება შაკიკამდე ან შაკიკის დროს, შეიძლება ხედავდეთ ნათელ ლაქებს, ან გაელვებას, აღინიშნება ხედვის გაუარესება და სხეულის დაძაბვა;
3. თავის ტკივილი (შეტევა): 72 საათამდე გრძელდება, შეიძლება სინათლისადმი მგრძნობელობა და გულისრევაც გამოსცადოთ;

პოსტდრომი (დაავადების შემდგომი ფაზა):

1. გამოიხატება შაკიკის შემდეგ, 2 დღის განმავლობაში:
2. შეიძლება იმედგაცრუება, უხასიათობა ან თავბრუსხვევა იგრძნოთ.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST