შემწვარ ხორცს ფსიქიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია

შემწვარ ხორცს ფსიქიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია

შემწვარი ხორცი  ზოგიერთ ადამიანში ჰიპერაქტიურობას, ინსომნიასა და ყურადღების გაფანტვას იწვევს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან პაციენტები, რომლებსაც მანიაკალური შეტევები აწუხებთ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მანიაკალური ფსიქოზის სიმპტომების მქონე პაციენტები სამჯერ უფრო მეტ ხორცს მიირთმევდნენ, ვიდრე ჯანმრთელი ან თუნდაც შიზოფრენიით დაავადებულნი.
მკვლევარებმა იგივე შედეგი მიიღეს ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტითაც. მათი შეფასებით, ნაწლავური მიკროფლორა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მთელ ორგანიზმზე, ასევე ნერვულ სისტემასა და გონებაზე.
აღსანიშნავია, რომ კვებითი პრობლემები კავშირშია ბიპოლარულ აშლილობასთანაც.

ბიპოლარული აშლილობა და კვება

ქრონიკული მენტალური პრობლემა, რომელიც გამოირჩევა ხასიათის ცვლილებით - ჰიპერაქტიურობიდან დეპრესიამდე და პირიქით, მათ შორისაა მანიაკალური შეტევებიც. აღნიშნული ეპიზოდები, შესაძლოა გაგრძელდეს კვირაობით, თვეობით ან გადაიზარდოს დეპრესიასა და ფსიქოზში.
ბიპოლარული აშლილობით მსოფლიოში 25-დან ერთი ადამიანი იტანჯება, რაც ხელს უშლის მათ პროდუქტიულობასა და პიროვნულ კეთილდღეობას.

ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე ცოტა რამაა ცნობილი. არსებობს კავშირები გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან, ნევროლოგიურ დარღვევებთან, გარემოპირობებთან, სერიოზულ ფიზიკურ ტკვილთან თუ სტრესთან , თუმცა ბიპოლარულ აშლილობასა და კვებას შორის

კავშირი სათანადოდ შესწავლილი არაა.
ზემოთ აღნიშნულა, 700 მოხალისეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო,რომ ეს ბმა ნამვილად არსებობს. ცდისპირთა ნაწილს ბიპოლარული აშლილობა, ნაწილს შიზოფრენია ან მანიაკალური შეტევები ჰქონდა. ინტერვიურები მათ ორ შეკითხვას უსვამდნენ:

რამდენად ხშირად მიირთმევთ მომზადებულ ხორცს?
გიჭამიათ თუ არა უმი თევზი, მაგალითად ტუნა?

დაავადებულ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი ამბობდა, რომ ხშირად მიირთმევდა მომზადებულ ხორცს.
მკვლევართა განცხადებით, აუცილებელია სათანადო მუშაობა კვების რეჟიმსა და ფსიქიკურ მდგომარეობას შორის კავშირზე.
გარდა მენტალური პრობლემებისა, მიკროფლორის დარღვევა ხშირად იწვევს შაკიკსა და ტკივილის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ჩვენი ტვინი და ნაწლავური ბაქტერია მყარ კავშირშია, კვების მოწესრიგებით შესაძლოა გულის შეტევასთან ერთად პარკინსონის დაავადებაც კი ავიცილოთ თავიდან.

მართალია, საკითხის სრულად შესასწავლად კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო, თუმცა ეს ინფორმაცია მანიაკალური შეტევების მქონე პაციენტთათვის ნამდვილად უნა იყოს იმის მანიშნებელი, რომ დროა, კვების რაციონში ცხიმიან, შემწვარ ხორცსა და ძეხვეულს სულ უფრო ნაკლები ადგილი დაუთმონ.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST