სისხლის ახალი ანალიზი ზუსტად გეტყვით - როდის მოკვდებით!

სისხლის ახალი ანალიზი ზუსტად გეტყვით - როდის მოკვდებით!

სიახლის დანერგვა მსოფლიოში უახლოეს ორ წელიწადში იგეგმება და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მასზე მოთხოვნილება დიდი იქნება. 

იელის უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს სისხლის სტრუქტურის საკვლევი ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა განსაზღვროს. საქმე ეხება ორგანიზმის რეალური ასაკის გამოთვლას და მის საფუძველზე, გარდაცვალების დროის დადგენას.
მთავარი მომენტი იმ ფაქტორების იდენტიფიცირება გახლავთ, რომლებიც უჯრედების დაბერებას უწყობს ხელს. თუ შესაძლებელი გახდა ორგანიზმზე მათი ზეგავლენის პარამეტრების დადგენა, ადამიანი მიიღებს წვდომას ნაადრევი გარდაცვალების შესახებ. ადრე, მსგავსი ტესტები ეყრდნობოდა უჯრედებსა და ქსოვლებში მოლეკულურ ცვლილებებს. თუმცა, იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, ეს სრულ სურათს ვერ ასახავდა.
მათი გათვლებით, ბევრად ეფექტურია ისეთი ფიზიოლოგიური პროცესებისთვის თვალის გადევნება, როგორიცაა, მაგალითად, სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა. მეცნიერების მიერ შემუშავებული ახალი ტესტი ანალიზს უკეთებს სისხლის ცხრა ბიომარკერს. მათი გამოყოფა შესაძლებელი გახდა 20 000-ზე მეტ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხაბგრძლივობაზე დაკვირვების შედეგად.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST