რატომ გვიჭირს გავიხსენოთ რა ვნახეთ სიზმარში?

რატომ გვიჭირს გავიხსენოთ რა ვნახეთ სიზმარში?

ბევრი ჩვენგანისთვის სიზმრების არსებობა თითქმის უხილავია. თუ ბედი გაგვიღიმებს, დილისთვის სიზმრიდან რაღაც წამიერი შეგრძნება გვრჩება. ისინიც კი, ვისაც სიზმრის დეტალურად აღწერა შეუძლიათ, ხშირად იღვიძებენ ცარიელი გონებით.
ის, თუ რატომ ვხედავთ სიზმრებს და რატომ გვახსოვს ისინი (ან არ გვახსოვს), თავისი ფესვები აქვს ქვეცნობიერში. სანამ გვძინავს, ჩვენს ტვინში ბევრი საინტერესო რამ ხდება. ძილის პროცესი ბევრად რთულია, ვიდრე ეს ადრე გვეჩვენებოდა. ეს არ არის ქვეცნობიერში ჩაძირვა, რომელიც დაძინებისა და გამოღვიძების წითელი დროშებით არის მონიშნული. ჩვენს ტვინში ძილის დროს სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს, სადაც მენტალური მდგომარეობა ისე იცვლება, როგორც საქანელაზე და რომლის დროსაც ტვინი ინტენსიურად მუშაობს.
როდესაც სიზმრებს ვხედავთ, ეს როგორც წესი უკავშირდება სწრაფი ძილის სტადიას. ამ ფაზაში თვალის კაკლები სწრაფად მოძრაობენ, სუნთქვისა და გულისცემის სიხშირე შეიძლება შეიცვალოს, ხოლო შემდეგ ვიძირებით მდგომარეობაში, რომელსაც ატონია ეწოდება. მთელი ღამის განმავლობაში ეს შეიძლება მიმდინარეობდეს 90-იან წუთიან ტალღებად და სწორედ ამ ფაზაში ვხედავთ სიზმრებს.
ამ დროს ტვინი იღებს სისხლის დამატებით პორციას - კორტექს, რომელიც სიზმრებს შინაარსით ავსებს და ლიმბური სისტემა, რომელიც ადამიანის ემოციურ მდგომარეობას „გადაამუშავებს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვიღებთ ყველაფერ აბსურდულს, რაც ხდება ტვინში სიზმრის დროს.
ალბათ კარგია, რომ ძილი და სიფხიზლე ესოდენ არ ჰგავს ერთმანეთს. ასევე კარგია, რომ არ გვახსოვს ჩვენი სიზმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას რეალობასთან ავურევდით.
ის, თუ რამდენად მკვეთრი სურათები მოგვყვება სიზმრიდან გამოღვიძების შემდეგ, ამაში გადამწყვეტი როლი უკავია - ნორადრენალინს. ეს ჰორმონია, რომელიც იმ მომენტში იწყებს მუშაობას, როდესაც ადამიანი ხიფათს ხედავს და საჭიროა მოქმედება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომელთაც ძილი დარღვეული აქვთ (მაგალითად, ნარკოლეფსია) განიცდიან სირთულეს განასხვავონ სიზმარი სიფხიზლისგან. არიან ასევე ადამიანები, რომლებიც იმდენად კარგად იმახსოვრებენ სიზმრის დეტალებს, რომ ის გადააქვთ ცხოვრებაში.
შემთხვევითი არ არის, რომ სიზმრები მოდიან ძილის ციკლის კონკრეტულ მონაკვეთში და მათ წარმოქმნას განაპირობებს ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ღამით ჩვენს ორგანიზმში დამოგზაურობენ.
ბევრი ძილიდან გამოდის მაღვიძარას ხმასთან ერთად, რაც იწვევს ნორადრენალინის დონის მკვეთრ აწევას - ამის გამო ჩვენ გვიჭირს გავიხსენოთ ის, რაც გვესიზმრებოდა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST