ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, საავადმყოფოებთან „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა.

ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, შეუერთდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას!

კლინიკის მთელი გუნდმა სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.

მედიკოსები ვაჟა გადრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„თეთრი ხალათის“ აქციები გაიმართა ასევე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავში და სხვადასხვა ქალაქებში.

ამასთან, დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა. საქართველოს ექიმები გაერო-ს ექიმის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართეს.

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST