რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო დაწესებულება?

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო დაწესებულება?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვისთვის, სამედიცინო დაწესებულებები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. სადაზღვევო საკითხებში ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის, ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, ახალი წესები როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ასევე ადმინისტრაციული დარღვევების მიმართულებით მუშავდება. სელექტიური კონტრაქტირების წესი აქამდე მხოლოდ დედათა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებისთვის მოქმედებდა.

„სელექტიური კონტრაქტირების პირველი ეტაპი დაწყებულია, ის შეეხება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ნაწილს და იქ მიღებული გამოცდილება როგორც ხარისხობრივ, ასევე ადმინისტრაციული დარღვევების ნაწილში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სხვა მიმართულების სამედიცინო სერვისების დაფინანასების დროს.

ერთ-ერთი კრიტერიუმი რომელიც მინისტრმა განსაკუთრებით გამოკვეთა არის ის, რომ თუ ერთი და იგივე ტიპის დარღვევებს კლინიკა სისტემატურად იმეორებს, მას მიეცემა გაფრთხილება და, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის კონტრაქტიდან გარკვეული პერიოდით ამოიღონ. თუ, მაგალითად, სამედიცინო ადმინისტრირებაში გარკვეული მომწოდებლები იქცევიან არასამართლიანად, ვთქვათ, იწვევს გარკვეულ ეჭვებს, რომ ხელოვნურად ხდება ფასების მიწერა, რაღაც ინფორმაციის დამალვა, არასწორი ან არადროული მოწოდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, სამედიცინო დაწესებულებები შეზღუდული იყვნენ საყოველთაო ჯანდაცვასთან კონტრაქტით“, –  აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST