დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგია

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგია

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგიისა და 3-წლიანი სამოქმედო გეგმის (2017-2019) გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა. მისი მიზანია დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ასევე მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროების გასაუმჯობესებლად სტრატეგიული ჩარჩოსა და მიმართულებების განსაზღვრა. სტრატეგიის მიზანია 2030 წლისთვის, შესაბამისი განათლებისა და მაღალი ხარისხის ინტეგრირებულ სერვისებზე სრული ხელმისაწვდომობის საშუალებით, აღარ იყოს დედათა და ახალშობილთა სიკვდილის, ან ბავშვთა მკვდრადშობადობის ისეთი შემთხვევები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია; ყველა ბავშვი იქნება სასურველი და შესაძლებელი გახდება ყველა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება. სტრატეგია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ისეთი პრინციპებით ხელმძღვანელობს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და გენდერული სენსიტიურობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უწყვეტობა სიცოცხლის განმავლობაში, ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების ხარისხი. სტრატეგიას თან ახლავს 3 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს დედათა და ახალშობილთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის დაგეგმვის სფეროში მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად. პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში დედათა სიკვდილიანობის კლების მიუხედავად, ამ მაჩვენებლით საქართველო მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ ქვეყნებს - სწორედ ამიტომ დადგა სტრატეგიის შემუშავების საჭიროება. დოკუმენტში გაწერილია გზები, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას ინოვაციური პოლიტიკის და პროგრამების გაძლიერებისა და გაფართოების გზით ზრუნვის უწყვეტობის პრინციპის საფუძველზე. სტრატეგია ასევე ასახავს ამ თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოჯახის დაგეგმვისა და მოზარდთა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს. 

გაზიარება
კომენტარები
POST
POST