თუ დიდხანს სიცოცხლე გსურთ, ნელა არა...! სწრაფად უნდა იაროთ

თუ დიდხანს სიცოცხლე გსურთ, ნელა არა...! სწრაფად უნდა იაროთ

„გსურთ საკუთარ სიცოცხლეს კიდევ რამდენიმე წელი შემატოთ?! მაშინ ნაბიჯს აუჩქარეთ“ - ეს იმ ავსტრალიელ მკვლევართა რჩევაა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ სიარულის ტემპს, გარკვეულწილად, შეუძლია იწინასწარმეტყველოს, რამდენად დიდხანს ვიცოცხლებთ. ეს არამხოლოდ კარდიოვასკულარულ დაავადებებს, არამედ უამრავ სხვა დაავადებას ეხება. 

ფიზიკური აქტივობა რომ აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, ახალი რჩევა არაა. ბევრისთვის ცნობილია, რომ ჯანმრთელობის ექსპერტების რეკომენდაციით, სასურველია, დღეში ნახევარი საათი მაინც ვიაროთ ფეხით.

სიდნეის, ჩარლზ პერკინსის მედიცინის სკოლის პროფესორის, ემანუელ სტამატაკის განცხადებით კი, მართალია სიარული ხანგრძლივი სიცოცხლის აბსოლუტური გარანტი არ არის, მაგრამ უფრო მეტი დადებითი ეფექტის მისაღებად, სასურველია სწრაფი ტემპით ვიაროთ.
ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ნათელი მაგალითია, რომ ავტობუსის გაჩერებამდე ნელ გასეირნებასა და სწრაფ სიარულს (ან სირბილს) შორის განსხვავება ნამდვილად არსებობს.

იმის დადგენად, თუ სად იწყება ჯანსაღი აქტივობა, მკვლევარები 50 000 ადამიანს აკვირდებოდნენ.

კარგი ამბავი არის ის, რომ საშუალო სიჩქარით სიარული, ძალიან ნელ სიარულთან შედარებით, ნაადრევი სიკვდილის რისკს 20%-ით ამცირებს.
როცა საქმე კონკრეტულად, კარდიოვასკულარულ დაავადებებზე მიდგება, საშუალო სიჩქარით, ან ჩქარი სიარული, ოთხჯერ ამცირებს ინფარქტით ან გულის სხვა პრობლემებით გარდაცვალების რისკს.

60 წლის ასაკში, საშუალო სიჩქარით სიარული 46%-ით ამცირებს კარდიოვასკულარული დააავადებებით გარდაცვალების რისკს, სწრაფი სიარული კი 53%-ით.

თუმცა კიბოს შემთხვევაში, სწაფი სიარულის ზუსტი შედეგების დადგენა ვერ მოხერხდა.

სწრაფი სირულის ფაზა ნახევარ საათში 2.5-3 კილომეტრის გავლიდან იწყება, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ფორმაშია მოსიარულე.

ალტერნალიული ინდიკატორი შეიძლება იყოს, სიარულის დროს, გულისცემის რიტმიდან ოდნავ ამოვარდნა.
ცხადია, ზემოთ აღნიშნული მონაცემები რისკებს დაახლოებით აღწერს და ეს ჩვენი ხანგრძლივი სიცოცხლის 100%-იანი გარანტი არ არის.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST