„თავს ვანებებ“ - ჩამოტვირთე უფასოდ და დაიბრუნე, რაც დაკარგე

„თავს ვანებებ“ - ჩამოტვირთე უფასოდ და დაიბრუნე, რაც დაკარგე

ყოველწლიურად ნოემბრის მეორე ან მესამე ოთხშაბათს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღე აღინიშნება. 2022 წელს ფქოდ-ის მსოფლიო დღე 16 ნოემბერია. ინიციატივის მიზანს დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. ამ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები და პაციენტთა ჯგუფები სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებენ.
ფქოდ-ის მსოფლიო დღის სლოგანია „ფილტვები სიცოცხლისათვის“. სლოგანი ხაზს უსვამს ჯანმრთელი ფილტვების მნიშვნელობას მთელი სიცოცხლის მანძილზე - ჯანმრთელი ფილტვების შენარჩუნება დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე, რომელიც ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია.
ფქოდ - სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების ჯგუფია, რომელიც ბლოკავს სასუნთქ გზებს და აძნელებს სუნთქვას. ძირითად სიმპტომებს ხველა და სუნთქვის უკმარისობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ფქოდი არ იკურნება, მკურნალობის გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია ფილტვის დაზიანების პროცესის შენელება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება.
ფქოდის ძირითადი რისკ-ფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა (მათ შორის პასიური მწეველობა ანუ მეორადი კვამლი). მოწევა ფქოდ-ის მთავარი მიზეზია და ყოველი 10 შემთხვევიდან 9 მწეველებზე მოდის. თუ თქვენ ხართ 40 წელზე მეტი ასაკის და გაქვთ ფქოდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, არ გადადოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებების მსურველებმა უნდა დარეკონ 116001 და ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“

გაზიარება
კომენტარები
POST
POST