სტრესი გაქვთ? - ჩაეხუტეთ ძროხას! რაში მდგომარეობს ახალი თერაპიის არსი?

სტრესი გაქვთ? - ჩაეხუტეთ ძროხას! რაში მდგომარეობს ახალი თერაპიის არსი?

21-ე საუკუნის ცხოვრება დაძაბული და ყოვეწლდღიური სტრესებით სავსეა. ადამიანები იმდენად არიან ჩაფლული საქმეებში, რომ ხშირად შეჩერება და მოდუნება ავიწყდებათ, მაგრამ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ვიღაცას მოდუნებაში კარგად გამოძინება ეხმარება, ვიღაცას სპორტულ დარბაზში სიარული, ვიღაცას იოგა და მედიტაცია, თუმცა არსებობს სხვა, სრულიად განსხვავებული განტვირთვის საშუალება და ის.. ძროხასთან ჩახუტებაში მდგომარეობს. დიახ, დიახ, 300 დოლარად შესაძლებელია, ძროხებთან დრო გაატაროთ, ითამაშოთ, ჩაეხუტოთ და სტრესი მოიხსნათ. 

ამ მხრივ, ნამდვილი ლიდერები ამერიკელები გამოდგნენ.  მაგალითად,  ნიუ-იორკი სავსეა ბანერებით, სადაც მითითებულია, რომ თუ ძროხები არ გხიბლავთ, ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარე ფერმა სტრესის მოსახსნელად ულამაზეს ცხენებს შემოგთავაზებთ. ამ ფერმაში შეგიძლიათ ცხენებს მოეფეროთ, ჩაეხუტოთ, აჭამოთ, დავარცხნოთ ან უბრალოდ, თვალი ადევნოთ, როგორ ძოვენ ეს მშვიდობისმოყვარე ცხოველები ბალახს.
მეცნიერებმა დაამტიცეს, რომ ცხოველების თერაპია ადამიანებს განტვირთვაში ეხმარება. დიდი ზომის ცხოველებთან გატარებულ დროს იგივე ეფექტი მოაქვს, რაც იოგას და მედიტაციას.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ „ძროხებისა და ცხენების ნაზი ნატურა განტვირთვაში, მოდუნებაში და შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ, საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ და სულიერ კომფორტს და ემოციურ კეთილდღეობას მოგანიჭებთ. ეს მეთოდი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც დეპრესიით ან შიზოფრენიითაც კი იტანჯება“.

თუ არც ძროხები მოგწონთ და არც ცხენები გხიბლავთ, თქვენთვის სხვა შედარებით მცირე ზომის ცხოველები გამოინახება. მაგალითად, სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში ჰყავთ თერაპიული ღორი, რომელიც ადამიანებს ფრენის შიშის დაძლევაში ეხმარება.

კოლორადოს შტატში მდებარე დენვერის უნივერსიტეტი კი თერაპიას თხის დახმარებით ატარებს. თხა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს გამოცდის წინ სტრესის დაძლევასა და ემოციურ განტვირთვაში ეხმარება. თერაპიის საუკეთესო ვარიანტი გახლავთ კეთილი და ფუმფულა ლამა, ასე, რომ თუ სტრესის მოხსნა და ნერვების დამშვიდება გსურთ, აირჩიეთ ცხოველი და ჩაეხუტეთ. თერაპიის ეს მეთოდი სულ უფრო პოპულარული ხდება და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს საკუთარ თავზე მოსინჯვას.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST