კეტოს დიეტა ცნობილი ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორისგან

კეტოს დიეტა ცნობილი ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორისგან

კეტოს დიეტა, იგივე კეტოგენური დიეტა, არის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა, რომელიც გულისხმობს ცხიმოვანი და ცილოვანი პროდუქტების მიღებას ნახშირწყლების გარეშე. ამ დროს რაციონში არ არის ნახშირწყლები, ღვიძლი ცხიმს გარდაქმნის ცხიმოვან მჟავებად და კეტო სხეულებად. გლუკოზის ნაცვლად კეტო სხეულები მიეწოდება ტვინს და გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო (გლუკოზა ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის კვებისთვის და ფუნქციონირებისათვის).
ფიტნეს ცენტრ „თიდანის“ ხელმძღვანელის - თინიკო ალადაშვილმა განცხადებით, ისევე როგორც ყველა დიეტას, კეტოს დიეტასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

- რომელია დადებითი და რომელი უარყოფითი მხარეები?
- კეტო დიეტის უპირატესობა ის არის, რომ კანქვეშა ცხიმი საკმაოდ სწრაფად იწვება, ხოლო სხვა დიეტებით კუნთური მასაც იკარგება. კუნთების დაკარგვასთან ერთად კი ნივთიერებათა ცვლაც მცირდება. ამ დიეტის დროს არ გშივდება, არ გაცლის კალორიებს. კეტო დიეტის დროს ადვილია მადის კონტროლი. სხვა დიეტებისგან განსხვავებით აქ შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, ეს აიხსნება სისხლში ინსულინის ნაკლებობით, რადგან ნახშირწყლებს არ ვიღებთ. სწორედ ინსულინია პასუხისმგებელი შიმშილის გრძნობაზე. ხშირად სხვა დიეტების დასრულების შემდეგ წონა ძალიან მალე ისევ უბრუნდება ძველ მაჩვენებელს. ეს იმიტომ ხდება, რომ დიეტების უმეტესობა ორგანიზმისთვის მუდმივი სტრესია და როცა საკვები ნივთიერებები ცოტაა, ნივთიერებათა ცვლა ნელდება. შესაბამისად როგორც კი ადამიანი უბრუნდება ჩვეულებრივ კვებას, შენელებული მეტაბოლიზმი ვეღარ უმკლავდება საკვების გადამუშავებას და აგროვებს ცხიმს, რაც არ ხდება კეტო დიეტის დროს, რადგან ადამიანი არ შიმშილობს.

- უარყოფითი მხარეები?
- ვინაიდან კეტო დიეტა ძირითადად ცხიმებზე და ცილებზეა აქცენტირებული, არ არის გამორიცხული საჭმლის მონელების დარღვევა – მუცლის შებერილობა, კუჭში სიმძიმის შეგრძნება, შეკრულობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ რაციონში საკმარისი რაოდენობით არ არის უჯრედისი – საკვები ბოჭკოები, რომელსაც შეიცავს პური, ხილი და ბოსტნეული. ამიტომ ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მინიმალური რაოდენობით მაინც მივიღოთ ბოსტნეული და ხილი (მჟავე ხილი). კეტო დიეტა კატეგორიულად არ შეიძლება დიაბეტიანებისათვის: სისხლში კეტონური სხეულების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ავადმყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. ასევე არ უნდა გამოიყენონ კეტო დიეტა თირკმელებით დაავადებულებმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ნაწლავების დაავადებების მქონე პირებმა. გლუკოზის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს ტვინის აქტიურობაზე, ამიტომ ვისაც აქვს გონებრივი სამუშაო, მათ არ უნდა მიმართონ ამ დიეტას.

კეტო დიეტის პროდუქტების ჩამონათვალი:

ხორცი, თევზი, ხაჭო, კვერცხი, ყველი, თხილეული, ბოსტნეული (ყველა არა). რძე.

პროდუქტების შავი სია კეტო დიეტის დროს:

ბურღულეული, ყურძენი. ბანანი, გამოცხობილი ნაწარმი, ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი, მაკარონი, შაქარი.

კეტო დიეტის მენიუს მაგალითი:
საუზმე: ერბო-კვერცხი – 3 კვერცხი; (180 გრ. 264 კკალ.)
ცილოვანი კოქტეილი – ერთი პორცია (30 გრ. 121 კკალ.)
ყველი (30 გრ. 109 კკალ.)
სადილი: ქათმის ფილე – შემწვარი ან მოხარშული (170 გრ. 276 კკალ.)
ყველი (30 გრ. 109 კკალ.)
სამხარი: ცილოვანი კოქტეილი – ერთი პორცია (30 გრ. 121 კკალ.)
ნუში (30 გრ. 134 კკალ.)
ვახშამი: სიომგა (130 გრ. 256 კკალ.) სალათა (30 გრ.)
მეორე ვახშამი: ხაჭო (100 გრ.) კაზეინი (30 გრ.)

გაზიარება
კომენტარები
POST
POST