გაიაფდება თუ არა საქართველოში მედიკამენტები 2019 წელს?!

გაიაფდება თუ არა საქართველოში მედიკამენტები 2019 წელს?!

ტრამპი მედიკამენტების გაიაფების გეგმაზე საუბრობს - „მეტი კონკურენცია, ნაკლები გლობალური მუქთახორობა“, ასეთია მისი დევიზი. 

დონალდ ტრამპის განცხადებით, დროა მისი დაპირება შესრულდეს და წამლები ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

„მედიკამენტების გაიაფება ტოტალური გამარჯვება იქნება, ცხადია, ეს ასეც მოხდება, თანაც ძალიან მალე“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე

პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, კონგრესმა შესაბამის კანონპროექტებზე უნდა იმუშაოს.
გამოსვლისას, ტრამპმა ფარმაცევტული კომპანიებისა და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მფლობელები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არც ერთ სფეროში იმდენი თანხა ლობისტებზე არ იხარჯება, რამდენსაც ფარმაცევტული კომპანიების შემთხვევაში.

„ფარმაცევტული ლობი წარმატებას აღწევს ამერიკელი ხალხის ხარჯზე. შარშან ფარმაცევტულმა კომპანიებმა ლობისტებს 280 მილიონი დოლარი გადაუხადეს. სადაზღვევო კომპანიებმა კი იგივე ოდენობის თანხა გადაიხადეს იმ მიზნით, რომ მათ პროდუქტზე ფასები ხელოვნურად გაზრდილიყო. ჩემი მიზანია, სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტის აზრით, აშშ-ში დაგეგმილი ცვლილებები გლობალურ მუქთახორობასაც დაასრულებს.

„ამერიკა აღარ მოტყუვდება, ჩვენ სხვა ქვეყნები ვეღარ გაგვაცურებენ. წამლები, რომელიც რამდენიმე დოლარი ღირს საზღვარგარეთ, ასობით დოლარი ღირს აშშ-ში - იგივე აბი, იგივე ინგრედიენტებითა და შეფუთვით, იგივე ქარხანაში დამზადებული. ეს მიუღებელია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში, ალექს აზარის შეფასებით, ეს ბევრად უფრო დიდი და ფართო გეგმაა, რაც ოდესმე ყოფილა შემოთავაზებული. მისივე თქმით, ეს არის ყველაზე ყოვლისმომცველი მოლაპარაკება ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ წამლებზე ფასების შემცირებას აშშ-ის მოსახლეობაც მიესალმება. 2019 წლის გეგმა თეთრმა სახლმა უკვე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოსახლეობას კი სულ სხვა საკითხი აინტერესებს. კერძოდ, გაიაფდება თუ არა აშშ-ში რეგისტრირებული მსხვილი ფარმაკომპანიების მიერ წარმოებული წამლები საქართველოში.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST