რომელი უნივერსიტეტი უწყობს შშმ პირების ადაპტირებას ხელს

რომელი უნივერსიტეტი უწყობს შშმ პირების ადაპტირებას ხელს

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად პროევროპულია და ჩვენი მთავრობაც ცდილობს, ზედმიწევნით შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები. ხსენებულ სტანდარტებში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების ინტეგრაციას საზოგადოებასთან. საქართველოში ჯერ კიდევ ჯერ კიდევ მწვავედ დგას მათი ადაპტირების საკითხი, განსაკუთრებით ეს ეხება საგანმანათებლო დაწესებულებებს. 

შშმ პირების ადაპტირებისა და დასაქმების კუთხით განსაკუთრებული აქტივობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გამოირჩევა. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და მათზე ზრუნვას. ამას არაერთი ღონისძიება და საქველმოქმედო აქცია მიეძღვნა. ამჯერად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, წარმომადგენლობითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაწეოდა სამედიცინო უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორ სტუდენტს და ერთ თანამშრომელს, მათი გადაადგილებისთვის საჭირო, შშმ პირებისთვის ადაპტირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენისთვის.
ასევე, თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს პირად ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა 15 000 ლარის ოდენობით, რაც საშუალებას მისცემს მათ გაიუმჯობესონ ქალაქში გადაადგილების პირობები.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST