მობილური ამბულატორია ტუბცენტრში – ახალი სერვისი პაციენტებისათვის

მობილური ამბულატორია ტუბცენტრში – ახალი სერვისი პაციენტებისათვის

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მობილური ამბულატორია ამოქმედდა. ხსენებული პროექტი საპილოტეა და გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მის ფარგლებში პაციენტებს შეეძლებათ ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები საკუთარ საცხოვრებელ არეალში მიიღონ, ან სულაც, თბილისის მასშტაბით მათთვის მოსახერხებელ ადგილას. ახალი სერვისის მეშვეობით პაციენტები დროს, ენერგიასა და ფინანსებს დახარჯავენ.
მობილური ამბულატორიის ადგილისა და სამუშაო საათების განსაზღვრა მოხდება პაციენტთა ინდივიდუალური გამოკითხვის საფუძველზე, რის შესახებაც ინფორმაციას ამბულატორიის პროგრამის წარმომადგენელლი გაავრცელებს.
მობილურ ამბულატორიაში პაციენტებს დახვდებათ კომფორტული, მათზე მორგებული გარემო. მანქანები ორგანყოფილებიანია – სენსიტიური და რეზისტენტული. შესაბამისად, პაციენტები ერთ სივრცეში არ მოხვდებიან.
მობილურ ამბულატორიაში სამედიცინო დახმარებას DOT მედდა გაუწევს პაციენტებს.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST