ტუბერკულოზის სამკურნალო ახალმა მედიკამენტმა საქართველოში კარგი შედეგები უჩვენა

ტუბერკულოზის სამკურნალო ახალმა მედიკამენტმა საქართველოში კარგი შედეგები უჩვენა

ორი წლის წინ, საქართველოში დანერგილი ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალო ახალი მედიკამენტი ბედაქილინი, უნიკალურ შედეგებს დებს. Janssen Therapeutics-ის დონაციის შედეგად, ახალი მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი ქვეყნისთვისაც. ბოლო 40 წლის განმავლობაში ბედაქილინი არის პირველი ახალი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალოდ. ეს ინოვაციური პარტნიორობა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. პროგრამა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი მედიკამენტს პაციენტებს უფასოდ გადასცემს. საქართველო, რომელიც პროგრამის პირველი ბენეფიციარი ქვეყანაა, დაახლოებით 31 000 ბედაქილინის აბით მომარაგდება, რაც საკმარისია 24 თვის განმავლობაში 200 პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ტუბერკულოზთან ბრძოლის სფეროში. 2009 წლიდან ტუბერკულოზის გავრცელება თანდათან მცირდება და წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი იზრდება. თუმცა, ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული (წამლისადმი მდგრადი) ფორმების გავრცელების და მკურნალობის სირთულის გამო, საქართველო რჩება მსოფლიოს 27 ქვეყანას შორის, სადაც ტუბერკულოზის ტვირთი ყველაზე მაღალია. ამდენად, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ ახალი ეფექტური მედიკამენტების გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

Janssen და USAID-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Janssen მსოფლიოში 30 000 სამკურნალო კურსს ჩაატარებს. USAID ითანამშრომლებს პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებთან, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამებთან, და Janssen-თან, რათა აღნიშნული წამლი იყოს ხელმისაწვდომი და გამოყენებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST